From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Lali Ebanoidze <L.Ebanoidze@ncdc.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; David Torua <dtorua@moh.gov.ge>
Subject : RE: გარკვეული საკითხების დაზუსტების თხოვნა
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>
Received On : 04.06.2020 08:41
Attachments :

ნათია,

 

გიგზავნი პასუხებს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

From: Natia Khmaladze
Sent: 3 June, 2020 15:20
To: Avtandil Talakvadze ; Lali Ebanoidze ; Ekaterine Adamia ; Gvantsa Gasviani ; Tea Gvaramadze ; David Torua
Cc: Tamar Gabunia ; Amiran Gamkrelidze ; Shorena Okropiridze ; Irma Kitiashvili
Subject: Fw: გარკვეული საკითხების დაზუსტების თხოვნა
Importance: High

 

მოგესალმებით კოლეგებო,

 

სახალხო დამცველი აპარატი ითხოვს მივაწოდოთ ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით.

 

გთხოვთთქვენი კომპეტენციის ფარგლებში მომაწოდოთ შესაბამისი ინფორმაციები, რომ თავი მოვუყაროთ მოცემულ მასალას და შემდგომ, დამუშავების გათვალისწინებით, მივაწოდოთ დაინტერესებულ მხარეს.

 

აქვე, მოგახსენებთ, რომ თხოვნაა ხვალისთვის მოხერხდეს მასალების მიწოდება.

 

წინასწარ გიხდით მადლობას და ველით გამოხმაურებას

 

 

 

 

პატივისცემით,

ნათია

 


Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge



From: Nika Kvaratskhelia <nkvaratskhelia@ombudsman.ge>
Sent: Wednesday, June 3, 2020 3:10 PM
To: Natia Khmaladze
Subject:
გარკვეული საკითხების დაზუსტების თხოვნა

 

ქალბატონო ნათია,

 

როგორც სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით, გიგზავნით დასაზუსტებელი საკითხების ნუსხას:

 

1.        ითვლება თუ არა პირის იზოლაციის და კარანტინში მოთავსების თაობაზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებად სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათის" (№9 დანართი) შევსება და სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შევსება?  აღნიშნული ფორმების შევსების შემთხვევაში, გამოსცემს თუ არა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტი იგივე პირის იზოლაციის და კარანტინში მოთავსების თაობაზე ცალკე გადაწყვეტილებას? დადებითი პასუხის შემთხვევაში, რომელი მიიჩნევა საბოლოო გადაწყვეტილებად?

2.        გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, კონკრეტულად რა შემთხვევაში ივსება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმა? გთხოვთ, გაგვიზიაროთ ეს ფორმა.

3.        რა ინფორმაციას შეიცავს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირის იზოლაციაში/კარანტინში მოთავსების თაობაზე? დადგენილია თუ არა კრიტერიუმები, რაც უნდა მიეთითოს ამ გადაწყვეტილებაში, გარდა ადრესატის ვინაობისა და საკარანტინე სივრცეში მოთავსების თარიღისა? მითითებულია თუ არა გადაწყვეტილებაში, სად ხდება საკარანტინე პერიოდის გავლა - სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ სივრცეში, თუ თვითიზოლაციაში? გთხოვთ, გაგვიზიაროთ სტანდარტული გადაწყვეტილების შაბლონი.

4.        თვითიზოლაციის წესების დარღვევის და საკარანტინე ღონისძიების იძულებით აღსრულების შემთხვევაში, მიიღება თუ არა ცალკე გადაწყვეტილება პირის საკარანტინე სივრცეში გადაყვანის თაობაზე? ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას?

5.        გადაეცემათ თუ არა პირებს ზემოაღნიშნული ფორმები და გადაწყვეტილებები? რა ეტაპზე და რა ვადაში გადაეცემათ ეს გადაწყვეტილებები?

6.        თვითიზოლაციის მოთხოვნის შემთხვევაში, რა პრინციპით განიხილავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოთხოვნას? რა დროში ხდება მოთხოვნის შესწავლა და დადგენილია თუ არა გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა?

7.        თვითიზოლაციის მოთხოვნაზე უარის ან მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიცემა თუ არა ცალკე გადაწყვეტილება ამის თაობაზე? დასაბუთებულია თუ არა მოთხოვნაზე უარი და რა ფორმით მიეწოდება ინფორმაცია ამის თაობაზე განმცხადებელს?

8.        დადგენილია თუ არა იმ სამედიცინო დანიშნულების საგნების და მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკარანტინე სივრცეებში? რა შემთხვევაში ხდება საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტები, სიმპტომური, პირველადი მოხმარების მედიკამენტები)?

9.        გათვალისწინებულია თუ არა საკარანტინე სივრცეებში ბავშვთა კვებითი საჭიროებები? არის თუ არა ამ კუთხით დადგენილი სტანდარტი საკარანტინე სივრცეებში კვების მიმწოდებელთათვის? რა აქტით რეგულირდება აღნიშნული? ასევე, არის თუ არა რაიმე აქტით დარეგულირებული კვების მიმწოდებლების ვალდებულება დიეტური კვებითი საჭიროების მქონე პირების შესაბამისი უზრუნველყოფის შესახებ?

10.    დადგენილია თუ არა რა პერიოდს უნდა აღემატებოდეს საქართველოს აეროპორტებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ჩამოსული მგზავრების დაყოვნება და ტრანსპორტირების ხანგრძლივობა იმისათვის, რომ მოხდეს მგზავრების საკვებით უზრუნველყოფა? რომელი აქტით/ხელშეკრულებით არის აღნიშნული საკითხი დარეგულირებული?

 

დიდ მადლობას გიხდით გულისხმიერებისა და სწრაფი რეაგირებისთვის.

 

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს თქვენდამი ღრმა პატივისცემას.

 

ნიკა კვარაცხელია

 

 

ნიკა კვარაცხელია


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის

პრევენციის ეროვნული მექანიზმის

(დეპარტამენტის) უფროსი

 

აღმაშენებლის გამზ.  N150, 0112, თბილისი

მობ.: (+995) 595033321

E-mail: nkvaratskhelia@ombudsman.ge:

ombudsman horizontal GEO

cid:image009.png@01D04240.8EE029E0cid:image010.png@01D04240.8EE029E0cid:image011.png@01D04240.8EE029E0