From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Fw: Re[3]: ცხელების ცენტრები
Received On : 05.04.2020 16:36
Attachments :

თამუნა, აქ, სულ პარალელური ქვედინებები მიდის :( 


From: Amiran Gamkrelidze
Sent: Saturday, April 4, 2020 10:10 PM
To: Gocha Giorgidze; Khvicha Getia Gmail
Cc: ekazhorzholiani1966; Nino Gugushvili; n. s.; phd-samsvaneti; achi52; Nino Khurtsia; Eka Qorchashvili; Neli Khizanishvili; Nino Zedginidze; Zurab Nemstsveridze; lali kirtadze; badri kukuladze; Rusudan Shavishvili Gmail; dato begashvili; ninichka9741@gmail.com; Paata Imnadze; Aleko Turdziladze Gmail; Zviad Ezugbaia; Baiko mindadze; Maia Alkhazashvili; Ekaterine Adamia; Gvantsa Gasviani; kote gvetadze
Subject: RE: Re[3]: ცხელების ცენტრები
 

მადლობა გოჩა,

 

სამი წერტილი ცხელების ცენტრებისთვის ალბათ ოპტიმალურია იმერეთისითვის ამ ეტაპზე თუ ეფექტური ტრიაჟი და გადამისამართება გვექნება. ნიმუშებსაც უფრო კვალიფიციურად ავიღებთ. მანამდე სხვებსაც გადაამზადებთ და თუ ფართომაშტაბიანი იქნა ეპიდემია გაფართოვდება წერტილები, მანამდე ალბათ სწრაფი ტესტებიც შეიძლება შემოვიდეს ჯინექსპერტის ან სხვა ტექნოლოგიების.

 

გოჩა გააძლიერეთ სერიოზულად  ზედამხედველობა სიცხიანებზე. ყველა სოფლის ექიმმა და პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა იცოდეს თავის უბანზე მდგომარეობა სატელეფონო კონტაქტებით. სოფლებში მივაქციოთ ყურადღება ჩამოსულებს.

 

ეხლა შევდივართ რთულ ფაზაში და მომავალი კვირეეში უნდა ვიყოთ განსაკუთრებული მომატებული სიფრთხილით მედპერსონალი და მათ მკაცრად უნდა დაიცვან ინფექციის კონტროლის ღონისძიებები.

 

მადლობა ყველას დაუღალავი შრომისთვის.

 

ამირანი

 

From: Gocha Giorgidze [mailto:gocha_ndoba@mail.ru]
Sent: Saturday, April 4, 2020 9:4
4 PM
To: Khvicha Getia Gmail
Cc: ekazhorzholiani1966; Nino Gugushvili; n. s.; phd-samsvaneti; achi52; Nino Khurtsia; Eka Qorchashvili; Neli Khizanishvili; Nino Zedginidze; Zurab Nemstsveridze; lali kirtadze; badri kukuladze; Rusudan Shavishvili Gmail; dato begashvili; ninichka9741@gmail.com; Paata Imnadze; Aleko Turdziladze Gmail; Zviad Ezugbaia; Baiko mindadze; Maia Alkhazashvili; Eka Adamia; gvantsa gasviani; Amiran Gamkrelidze; kote gvetadze
Subject: Re[3]: ცხელების ცენტრები

 

ბატონო ხვიჩა,

დღეს დილიდან თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონის ხელმძღვანელობასთან ერთად, განვახორციელეთ ქუთაისის შემოსასვლელების 9 პუნქტის მონიტორინგი. ადგილებზე როგორც მოგეხსენებათ ახორციელებენ თერმო სკრინინგს. ბრიგადებს გადავეცით საინფორმაციო მასალები, COVID 19 — ზე, გასავრცელებლად. ადგილზე შეფასდა პროცედურები და მივეცით გარკვეული რეკომენდაციები.

 

ასევე დღეს გუბერნატორთან ერთად განვახორციელეთ ცხელების კლინიკების შემოვლა მონიტორინგი და წარმოგიდგენთ აქვე გუბერნატორთა ერთად მომზადებულ ინფორმაციას:

 

ქუთაისი ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა რეაბილიტაციის ცენტრის ცხელების სტაციონარი:

·     110 საწოლის რეზერვი

·     11 სასუნთქი აპარატი

·     კლინიკის დოტაცია

·     ჩხობაძის კლინიკასთან ეკიპაჟის დაყენება

სამტრედია ჯეო ჰოსპიტალსის ცხელების ცენტრი:

·     5 პალატა აქვს ამ ეტაპზე, შესაძლოა 9 პალატამდე გაზრდა (სამეანოს ხარჯზე). მთლიანი რესურსი 25 პალატა

თერჯოლამედის ცხელების ცენტრი:

·     5 პალატა აქვს, 1 ბოქსირებული, 4 ნახევრადბოქსირებული

·     10 აპრილიდან დაიწყებს მიღებას პაციენტების

·     ტრენინგებს გაივლიან ორშაბათს, დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

·     ამჟამად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და როგორც ტექნიკურად ასევე კადრების კუთხით შესაძლებელია მასთნ როგორც ცხელების ცენტრის ასევე სამკურნალო კომპონენტის ჩართვაც

ზოგადი თემები:

·     გამოვიყენოთ ონლაინ კონსულტაციებისთვის  სამედიცინოს სტუდენტების რესურსი რომლებიც ჩამოსული არიან სოფლებში. მივამაგროთ ოჯახის ექიმებს და ცხელების ბინაზე მართვის პროცესში დავავალოთ პაციენტების კონსულტირება და ეპიდანამნეზის შეგროვება. - შემდგომი განხილვა ოჯახის ექიმთან და გადაწყვეტილების მიღება

·     სამახსოვრო ბუკლეტების დაბეჭდვა იმერეთის მასშტაბით სკრინინგის დროს დასარიგებლად.

·     კიდევ ერთი კარავის დადგმა ბლოკ საგუშაგოზე, უკვე შესაძლო/საეჭვო პაციენტებისთვის სასწრაფოს ბრიგადის მოსვლამდე

·     კარვები იმერეთის რაიონებში კლინიკებთან ტრიაჟისთვის

·     ცხელების ცენტრებზე კორონავირუსის და სეზონური გრიპის ტესტების გადაცემის შესაძლებლობის განხილვა. (რამდენად  შესაძლებელია უფრო ეფექტურები ვიყოთ?)

·     კითხვარების მომზადება პაციენტების ტრიაჟის გასაადვილებლად, ეპიდ ანამნეზის შესასწავლათ და პაციენტების პრიორიტეტებად დალაგებისთვის, დიდი მომართვიანობის შემთხვევაში.

·     ბორითის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სტაციონარის ცხელების ცენტრად ჩამოყალიბება (შეთანხმებულია ბატონ ნუგზარ ბოლქვაძესთან)

 

პატივისცემით

გოჩა გიორგიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
იმერეთის სამმართველოს უფროსი

Ocxeli. str #2
4600, Kutaisi Georgia
Tel: (995431) 22-05-18
Fax: (995 431) 22-05-19
E-mail: G.Giorgidze@NCDC.ge

 

 

Пятница, 3 апреля 2020, 21:35 +04:00 от Gocha Giorgidze :
 

ბატონო ხვიჩადღეს როგორც მოგეხსენებათ განვახორციელეთ სერჩეული ცხელების ცენტრების მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და ზოგადად მათი მზაობის შეფასების მიზნით: წარმოგიდგენთ მოკლე ანგარიშს:

 

1. შპს ,,იმერმედი - იმერეთის სამხარეო ცენტრი“ (თერჯოლამედი )- 03.04.2020 - ის მდგომარეობით  ცხელების ზონა არ ფუნქციონირებს, თუმცა  დღის განმავლობაში ორი პაციენტი მიიღეს, სხვა (არა ცხელებით) პაციენტების მიღება ჩვენი ვიზიტის მომენტშიც მიმდინარეობდა. ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით ცხელების ზონად გადაკეთდება  ინფექციური განყოფილება, სადაც ამჟამად რემონტი მიმდინარეობს. პერსონალი არ იცნობს ინფექციური კონტროლის ღონისძიებებს. რემონტის დასრულება იგეგმება 2 დღეში და ამზადებენ 5 ბოქსირებულ პალატას. სულ აღნიშნული სავადმყოფო გათლილია 82 საწოლზე და რემონტის დასრულების შემდგომ, თუკი პერსონალის სათანადო გადამზადება განხორციელდება შეძლებს როგორც ცხელების ცენტრის ასევე სამკურნალო დაწესებულების ფუნქციების შესრულებას.

მათი ლაბორატორიის პერსონალი ბიოუსაფრთხოების საკითხებზე და ცხვირ ხახის ნიმუშის აღებაზე გადამზადებული ჩვენს მიერ.

2. შპს ჯეოჰოსპიტალსი, სამტრედია - ცხელების ზონა გამოყოფილია იმგვარად, რომ აღიკვეთოს  ჰაერის გზით გადაცემადი ინფექციის გავრცელება სხვა ზონებში, ხორციელდება ცხელებით მიმდინარე ყველა შემთხვევის ტრიაჟი, დიაგნოსტირება დამტკიცებული ალგორითმის შესაბამისად.

მათი ლაბორატორიის პერსონალი ბიოუსაფრთხოების საკითხებზე და ცხვირ ხახის ნიმუშის აღებაზე გადამზადებულია.

თუმცა აღნიშნული კლინიკაც პარალელურად ახორციელებს სხვა პაციენტების მიღებას. სულ სტაციონარს აქვს 51 საწოლი. 

გუშინ და დღეს დღის განმავლობაში მიიღეს ცხელებით მიმდინარე 6 პაციენტი, აქედან 2 დაიდენტიფიცირდა როგორც შესაძლო შემთხვევა კორონავირუსზე გუშინ და ჩავატარეთ ტესტირება, შედეგი უარყოფითია კორონავირუსზე.

3.    შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი"- ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება -  კლინიკა სრულად არის მობილიზებული ცხელების მქონე პაციენტების მისაღებად.

ხორციელდება ცხელებით მიმდინარე ყველა შემთხვევის ტრიაჟი ალგორითმის შესაბამისად. თუმცა აქაც პრობლემა აქვთ სათანადო აღჭურვილობის მომარაგებასთან დაკავშირებით.

მათი ლაბორატორიის პერსონალი ბიოუსაფრთხოების საკითხებზე და ცხვირ ხახის ნიმუშის აღებაზე გადამზადებული ჩვენს მიერ. 

ორი დღის განმავლობაში მათთან ცხელებით დარეგისტრირდა 45 პაციენტი, სულ შესაძლო შემთხვევად განისაზღვრა 11 პაციენტი 10 უარყოფითია კორონავირუსზე, ერთი კვლევა გაკეთდება ხვალ.

ყველა კლინიკაში სამედიცინო პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სწავლება/ინსტრუქტაჟი ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით დამატებით.

ხვალ იმერეთის გუბერნატორთან ბატონ ზვიად შალამბერიძესთან ერთად იგეგმება კიდევ ერთი შემოვლა და შეფასება აღნიშნული ცენტრების.

 

პატივისცემით

 

გოჩა გიორგიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
იმერეთის სამმართველოს უფროსი

Ocxeli. str #2
4600, Kutaisi Georgia
Tel: (995431) 22-05-18
Fax: (995 431) 22-05-19
E-mail: G.Giorgidze@NCDC.ge

 

 

Пятница, 3 апреля 2020, 16:22 +04:00 от Vladimer Getia <khgetia@gmail.com>:
 

ძვირფასო კოლეგებო,

 

გაცნობებთ, რომ ცხელების ცენტრებთან მიმართებით, სამინისტრო ახორციელებს მოქმედი ბრძანების კორექტირებას, სადაც უნდა განისაზღვროს ორი ტიპის ცენტრები:

 

1. ცენტრები, რომლებიც მიიღებენ პაციენტებს, ჩაატარებენ ტრიაჟს და საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტიკისთვის აიღებენ ნაცხს, ან ტესტების შემოტანის შემტხვევაში ადგილზე ჩაუტარებენ ტესტირებას; ეს ცენტრები იქნება ყველანაირად გამართული პაციენტების მისაღებად, .. აღჭურვილი პირადი დაცვის საშუალებებით

ძირითადად რამდენიმე ცენტრზეა საუბარი, რომლებიც ამჟამადაც ღებულობს პაციენტებს, თბილისში - 4 ცენტრი, იმერეთში - 2, კახეთში - 1, ზუგდიდში - 1, ბათუმში - 2. დაზუსტებული მონაცემები გვექნება იმის მიხ

 

2. ცენტრები, რომლებიც გაიხსნება სხვადასხვა რაიონში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე, რომლებიც იქნებიან მზად ცხელებით მიმდინარე პაციენტის მისაღებად და დროებით იზოლირებისა/დაკვირვებისთვის დროის მცირე პერიოდით, სანამ არ მოხდება მათი შემდგომი რეფერირება პირველი დონის დაწესებულებებში.

 

შესაბამისად, გვეთხოვა დროებით შევაჩეროთ აქტიური მონიტორინგი და გადამზადების პროცესი, სანამ არ დაზუსტდება ეს სიები. ასევე, გვეთხოვა, გარდა პირადი დაცვის საშუალებების კრიტიკული დეფიციტისა რა პრობლემები არის ამ დაწესებულებებში, რაც თქვენს მიერ დაიდენტიფიცირდა, რომლის დარეგულირება აუცილებელია და საჭიროა, რომ სამინისტრო იყოს საქმის კურსში.

 

პატივისცემით

 

ხვიჩა

 

 

 

 

პატივისცემით,

ვლადიმერ გეთია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი

მობ: +995 (5) 91 41 59 55

ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

Best Regards,

Vladimer Getia

Georgian National Center for Disease Control and Public Health

Head of State Public Health Programs and Regional Management  Department

Cell: +995 (5) 91 41 59 55

Website: www.ncdc.ge

Email: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

Image removed by sender. cid:image001.jpg@01D48CB2.4D6DB610

 

 

 

 

 

 

пт, 3 апр. 2020 г. в 10:39, Vladimer Getia <khgetia@gmail.com>:

ბატონო კოტე და ძვირფასო კოლეგებო,

 

დიდი მადლობა გაწეული სამუშაოსთვის. ვფიქრობ კარგი სამუშაო ჩატარდა, იმედი მაქვს აღებულ ტემპებს არ შევანელებთ. აღნიშნულ კლინიკებში გადამზადებული მედპერსონალი, რომ თანდათანობით მივაჩვიოთ დამოუკიდებელ მუშაობას, გთხოვთ:

 

1. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის საფუძველზე, მიეხმაროთ შემთხვევის განსაზღვრების საფუძველზე პაციენტის დიაგნოსტირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში, რათა თანდათანობით მიაჩვიოთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას თავიანთ ეპიდემიოლოგთან ერთად.

2. სადაც საკვლევი ნიმუშია ასაღები, თქვენი ზედამხედველობის ქვეშ ააღებინოთ საკვლევი მასალა დამოუკიდებლად, თუ არა აქვთ დაცვის საშუალებები, საწყის ეტაპზე ჩვენი მარაგიდან მივცეთ (მაინც ხომ უნდა დაგვეხარჯა ჩვენ რომ აგვეღო), რათა პრაქტიკული უნარები გამოვუმუშავოთ;

3. თითოეულ დაწესებულებას გავუხსნით ლაბორატორიულ მოდულზე წვდომას, რათა ნაცხის აღების თაობაზე ინფორმაცია დაარეგისტრირონ მოდულში და პასუხს დაინახავენ მხოლოდ მათ მიერ აღებულ საკვლევ მასალაზე, სხვა მონაცემებზე წვდომა არ ექნებათ;

4. პერიოდულად განახორციელეთ სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი ინფექციის კონტროლის კუთხით და სადაც აღმოაჩენთ დარღვევებს მიეცით მკაცრი რეკომენდაციები მათ გამოსასწორებლად, ხოლო მონიტორინგის შედეგები, რა დარღვევები გამოიკვეთა, რა რეკომენდაცია მიეცით და როგორ სრულდება მოიწერეთ ოფიციალურად, რადგანაც სამედიცინო პერსონალში ინფექციის გავრცელების შეზღუდვის ერთადერთ მექანიზმს წარმოადგენს ინფექციის კონტროლის მკაცრი დაცვა.

 

მიმოწერაში ვამატებ სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელს ქალბატონ ეკატერინე ადამიას და ვთხოვ, რომ სასწრაფოდ განახორციელონ რეაგირება ცხელების ცენტრების პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვის პრობლემის მოგვარების მიმართულებით. სადაც არაა პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა განხორციელებული სჯობია არ გავხსნათ, რადგანაც ამ ცენტრებს ძირითადად მიაკითხავს ცხელებიანი პაციენტები და მივიღებთ გაცილებით უარეს შედეგს ვიდრე მათი საერთოდ არგახსნით (ყვითლად მონიშნული ორი კლინიკის საკითხი ალბათ გასარკვევია, ერთი ჩემი მშობლიური ჯვარის კლინიკაა:) ). ასევე, ვთხოვ, ახლად გახსნილი ცენტრების თაობაზე ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას.

 

მიმოწერაში ასევე ვსვამ ჩვენს IT სპეციალისტებს, რომლებიც ცხელების ცენტრების გამოყოფილ სპეციალისტებს გაუხსნიან ლაბორატორიულ მოდულზე წვდომას და ჩაუტარებენ მინი ტრენინგს დისტანციურად (დამატებით საჭირო ინფორმაციას ამ მიმოწერის ფარგლებში გამოითხოვენ თქვენგან და გთხოვთ, მაქსიმალურ მხარდაჭერას).

 

პატივისცემითა და პანდემიაზე სწრაფად გამარჯვების სურვილით

 

ხვიჩა

 

 

чт, 2 апр. 2020 г. в 18:03, kote gvetadze <phdregimer@mail.ru>:

დიდი მადლობა კოლეგებო

ძალიან კარგია, რომ გადაამზადეთ ცხელების კლინიკების პერსონალი, რომლებმაც უკვე დაიწყეს პაციენტების მიღება

თქვენ საკმაო გამოცდილება შეიძინეთ ამ გასული კვირეების განმავლობაში კორონას წინააღმდეგ, შესაბამისად თქვენთის უფრო აღქმადია როგორც ჩვენგან და სამინისტროდან მოწოდებული რეკომენდაციები და შიშის ფაქტორიც დაძლეული გაქვთ (თუმცა არც თავიდან იყავით დაშინებული), ამ კლინიკებს კი ეხლა უწევთ ,,პირველი ნაბიჯების გადადგმა’’, ვატყობ როგორც დაბნეულობას, ასევე ,,ცოტა შიშსაც’’, რაც განპირობებულია როგორც სუბიეტური, ასევე ობიეტური (არ არიან უზრუვნელყოფილნი ამ ეტაპზე სათანადო ეკიპირებით) ფაქტორებით

ამიტომ ყველას გთხოვთ: მაქსიმალურად ხელი შეუწყვეთ მხარში დგომით, რჩევა დარიგებით, საწყის ეტაპზე ნიმუშების აღებაზეც, ხშირად წააწყდებიან არაორდინარულ სიტუაციებსაც.

ნიმუშების აღების დანიშვნა გაატარეთ სერიოზულ ,,ფილტრში’’, გუშინდელ წერილში გწერდით და მიყევით იმ ინსტრუქციებს

პატივისცემით

კოტე

 

--
kote gvetadze