| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Fw: სიგმას შესახებ ინფორმაცია - სრულია ვერსია |
| Received On : | 15.11.2019 23:37 |
| Attachments : |
მოგეხსენებათ, შპრიცებისა და ნემსების პროგრამა (შნპ) ფექტიანი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინტერვენციაა, რომელიც ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა პოპულაციაში არასტერილური საინექციო ინსტრუმენტების გამოყენებით აივ/C ჰეპატიტის გავრცელების რისკებს ამცირებს.
საინექციო ინსტრუმენტების გამანაწილებელი მექანიკური აპარატი (სიგმა) ეფექტიანი და ხარჯთ-ეფექტიანი ინტერვენციაა სტანდარტულ შპრიცების და ნემსების პროგრამაზე დამატების სახით, მისწვდეს ძნელად მისაწვდომ პოპულაციას, როგორიცაა ახალგაზრდა მომხმარებელი ან ქალები, გეოგრაფიულად დაფაროს ადგილები სადაც არ არის ფიქსირებული შპრიცების და ნემსების ცენტრები.
ალტერნატივა ჯორჯია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან პარტნიორობით, ატარებს ოპერაციულ (იმპლემენტაციურ) კვლევას, რომელიც დაფინანსებულია 5% ინიციატივა საფრანგეთის, საფრანგეთის ექსპერტიზის, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ. აღნიშნული კვლევის მიზანია ჩატარდეს სიგმას იმპლემენტაციის კვლევა თბილისში, რომლის სპეციფიკური მიზანია აღიწეროს იმპლემენტაციის პროცესი, შეფასდეს ბარიერები და ხელის შემწყობი ფაქტორები, შეფასდეს სიგმას იმპლემენტაციისა და მდგრადობის ღირებულება. კვლევის ჰიპოთეზის თანახმად, მოსალოდნელია რომ:
განხორციელება
შესაბამისად იგეგმება თბილისში 8 სიგმა აპარატის და რუსთავში 2 აპარატის ინსტალაცია. დღეს უკვე ინსტალირებულია თბილისში 4 აპარატი, რომელიც ემსახურება ზოგად მოსახლეობას და ასევე ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს. აპარატის წინა მხარე დაფარულია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის შესახებ ინფორმაციით და იმუნიზაციის კალენდრით (დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივ ცენტრთან შეთანხმებით) და სწორედ დაფარული ნაწილის თაროებზეა განთავსებული გლობალური ფონდის ფარგლებში ნემსების და შპრიცების პროგრამის მიერ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის მომზადებული პაკეტები: ნემსების და შპრიცების, კონდომების (ქალი და კაცის), ორსულობის ტესტები, სიანფორმაციო მასალა, მათ შორის ზედოზირების დროს დახმარების შესახებ. ამ მასალაზე წვდომა აქვს ზიანის შემცირების ცენტრის ბენეფიციარს, რომელსაც აქვს სპეციალური ბარათი, რომელიც გაიცემა მასზე ცენტრში, სესაბამისად ამ მასალაზე წვდომა არ აქვს სხვა ვინმეს. თუმცა სიგმას ზედა ორ თაროზე განთავსებულია მასალა, რომელიც იყიდება, პსპ აფთიაქი განათავსებს ამ მალასებს (ლუბრიკანტები, სველი ხელსახოცი, კონდომები, ორსულობის ტეტსი, ვიაგრა და ა.შ.) და ყველა მსურველს შეუძლია ფულის სანაცვლო შეიძინოს. პსპს-სთან სიგმა-პროექტს აქვს ბარტერული გარიგება, დენის და ადგილის სანაცვლოდ, ორი თარო. თუმცა ეს ორი თარო პსპ დაეთმო კიდევ ერთი დამატებითი მოსაზრების გამო, რომელიც კვლევის შედეგად იქნა მიღებული - აპარატი უნდა ემსახუროს ყველას, ის არ უნდა იყოს გამოკვეთილად მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის, რომ არ მიეკრას იარლიყი (ნარკომანების აპარატი) და ამით საზოგადოებაში მიმღებლობის გაზარდას შეეწყოს ხელი. აპარატი სრულიად "ჭკვიანია", რადგან მხოლოდ სპეციალური ბარათების მქონე პირებს აძლევს წვდომას ნემსებსა და შპრიცებზე, რაც მართვადია აპარატზე დამონტაჟებული ელექტრონული თაჩ-პედით, ეკრანით. მონაცემების მონიტორინგი კი ხორციელდება რეალურ დროში, ონლაინ.
არსებული პრობლემა: 2019 წლის 6 აპრილიდან მიმდინარეობს თბილისის მერიის ქონების მართვის დეპარტამენტთან მოლაპარაკება თბილისში 4 ადგილზე, სადაც ნავარაუდევია დანარჩენი ოთხი სიგმა აპარატის ინსტალაცია, ვინაიდან ეს ადგილები (1 კვ.მეტრი, ზომის 4 ლოკაცია) მერიის საკუთრებაშია. ქონების მართვამ მისცა მსვლელობა ამ საქმიანობას და მიმართა არქიტექტურის დეპარტამენთს, რათა მიეღო მათგან დასტური, რომ შეიძლება ასეთი აპარატების ამ ადგილებში განთავსება. მაგრამ სამწუხაროდ აღნიშნული თემა არ იძვრის და წინ ვერ მიდის არქტიტექტურის დეპარტამენტიდან პასუხის უქონლობის გამო. შედეგად მოსალოდნელია დაზარალდეს პროექტი და ვერ მოხდეს აპარატების ინსტალაცია განსაზღვრულ დროში და ჩაიშალოს აღნიშნული საპილოტე კვლევა და პლიუს არც მიეცეს განვითარება ამ აპარატებით კიდევ სხვა სუბ-პოპულაციების დაფარვას, აივ-პრევენციული პროგრამებით.