From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : FW: C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების მარაგების და მოსაწოდებელი რაოდენობის თაობაზე
Received On : 19.03.2020 15:20
Attachments :

თამუნა,

 

გიგზავნი გილიადის წერილის დრაფტს.  უკვე საჩქაროა წამლის მესამე პარტიის  მოწოდება (შეკვეთილი 20 000-დან).

 

ასევე, წლის ბოლომდე (+3 თვე ბუფერი) დამატებით დაგვჭირდება დაახლოებით 35 000 კოლოფი, რომელიც შეგვიძლია ეტაპობრივად მოვითხოვოთ (მაისი-ივნისიდან).

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

 

From: tamar kavteladze
Sent: 18 March, 2020 16:09
To: Ekaterine Adamia
Cc: mnaskidashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge
Subject: C
ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების მარაგების და მოსაწოდებელი რაოდენობის თაობაზე
Importance: High

 

ეკა მოგესალმები,

2020 წლის 13 იანვარს საქართველოში განხორციელდა 5333 ბოთლი MyHEP ALL- (სოფოსბუვირ/ველპატასვირი) დონაცია. აღნიშნული რაოდენობა პაციენტების უზრუნველსაყოფად უკვე განაწილებული იქნა პროგრამის მიმწოდებლებში, ხოლო ცენტრალურ საწყობში სარეზერვო მარაგის სახით დარჩენილია მხოლოდ 189 კოლოფი. შემდგომი მიწოდება იგეგმება 2020 წლის 2 აპრილს. პროგრამაში (მონიტორინგში) ჩართულ პაციენტთა მკურნალობის შეუფერხებლად გაგრძელების და ასევე ახალ პაციენტთა შეუფერხებლად ჩართვის მიზნით, მედიკამნტების მოწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 31 მარტისა.

რაც შეეხება წლიურ (დეკემბრის პაც. ჩათვლით) მოსაწოდებელ რაოდენობას, აღნიშნული დაანგარიშდა ორი სხვადასხვა ინფორმაციის საფუძველზე:

1. კომისიის მიერ, პროგრამაში ჩართული პაციენტების როდენობა - ელიმინაციის ანალიტიკური მოდულიდან მიღებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის თებერვლიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, ყოველთვიურად, პროგრამაში ჩართულ პაციენტთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 1170 პაციენტს. (იხ. ცხრილი N1) წლის ბოლომდე, მათთვის საჭირო მედიკამენტის რაოდენობა შეადგენს 1170*3*9 = 31590 კოლოფს.

თუ სტატისტიკურ მონაცემებს ავიღებთ 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, მიღებული საშუალო რაოდენობა იქნება 1256 პაციენტი, რომელთა უზრუნველსაყოფად წლის ბოლომდე საჭირო იქნება 34000 კოლოფი, თუმცა უფრო ზუსტი სტატისტიკისთვის  მისაღებია პირველი ვარიანტი.

2. პაციენტებზე გაცემული მედიკამენტების რაოდენობა - თუ დავიანგარიშებთ ყოველთვიურად, პაციენტებზე გაცემული მედიკამენტების (ეპკლუსა, მაი ჰეპ ოლი, ჰარვონი) საშუალო რაოდენობას, რომელიც 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით 3136 კოლოფს შეადგენს (სულ 43906კოლოფი/14 თვეზე). (იხ. ცხრილი N2) წლის ბოლომდე მისაღები რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 32000 კოლოფს.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტთა მომართვიანობა მოიმატებს, დონაციით მისაღები მედიკამენტის რაოდენობა მოიმატებს და გადააჭარბებს 32000 კოლოფს.

პატივისცემით,

 

თამარ კავთელაძე

 

C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს უფროსი

 

სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტო

თამარ კავთელაძე
 

C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს უფროსი

 

სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტო

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო