| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ცხელების ცენტრები |
| Received On : | 03.04.2020 10:53 |
| Attachments : |
From: Vladimer Getia
Sent: 3 April, 2020 10:40
To: kote gvetadze
Cc: ekazhorzholiani1966
Subject: Re:
ბატონო კოტე და ძვირფასო კოლეგებო,
დიდი მადლობა გაწეული სამუშაოსთვის. ვფიქრობ კარგი სამუშაო ჩატარდა, იმედი მაქვს აღებულ ტემპებს არ შევანელებთ. აღნიშნულ კლინიკებში გადამზადებული მედპერსონალი, რომ თანდათანობით მივაჩვიოთ დამოუკიდებელ მუშაობას, გთხოვთ:
1. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის საფუძველზე, მიეხმაროთ შემთხვევის განსაზღვრების საფუძველზე პაციენტის დიაგნოსტირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში, რათა თანდათანობით მიაჩვიოთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას თავიანთ ეპიდემიოლოგთან ერთად.
2. სადაც საკვლევი ნიმუშია ასაღები, თქვენი ზედამხედველობის ქვეშ ააღებინოთ საკვლევი მასალა დამოუკიდებლად, თუ არა აქვთ დაცვის საშუალებები, საწყის ეტაპზე ჩვენი მარაგიდან მივცეთ (მაინც ხომ უნდა დაგვეხარჯა ჩვენ რომ აგვეღო), რათა პრაქტიკული უნარები გამოვუმუშავოთ;
3. თითოეულ დაწესებულებას გავუხსნით ლაბორატორიულ მოდულზე წვდომას, რათა ნაცხის აღების თაობაზე ინფორმაცია დაარეგისტრირონ მოდულში და პასუხს დაინახავენ მხოლოდ მათ მიერ აღებულ საკვლევ მასალაზე, სხვა მონაცემებზე წვდომა არ ექნებათ;
4. პერიოდულად განახორციელეთ სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი ინფექციის კონტროლის კუთხით და სადაც აღმოაჩენთ დარღვევებს მიეცით მკაცრი რეკომენდაციები მათ გამოსასწორებლად, ხოლო მონიტორინგის შედეგები, რა დარღვევები გამოიკვეთა, რა რეკომენდაცია მიეცით და როგორ სრულდება მოიწერეთ ოფიციალურად, რადგანაც სამედიცინო პერსონალში ინფექციის გავრცელების შეზღუდვის ერთადერთ მექანიზმს წარმოადგენს ინფექციის კონტროლის მკაცრი დაცვა.
მიმოწერაში ვამატებ სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელს ქალბატონ ეკატერინე ადამიას და ვთხოვ, რომ სასწრაფოდ განახორციელონ რეაგირება ცხელების ცენტრების პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვის პრობლემის მოგვარების მიმართულებით. სადაც არაა პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა განხორციელებული სჯობია არ გავხსნათ, რადგანაც ამ ცენტრებს ძირითადად მიაკითხავს ცხელებიანი პაციენტები და მივიღებთ გაცილებით უარეს შედეგს ვიდრე მათი საერთოდ არგახსნით (ყვითლად მონიშნული ორი კლინიკის საკითხი ალბათ გასარკვევია, ერთი ჩემი მშობლიური ჯვარის კლინიკაა:) ). ასევე, ვთხოვ, ახლად გახსნილი ცენტრების თაობაზე ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას.
მიმოწერაში ასევე ვსვამ ჩვენს IT სპეციალისტებს, რომლებიც ცხელების ცენტრების გამოყოფილ სპეციალისტებს გაუხსნიან ლაბორატორიულ მოდულზე წვდომას და ჩაუტარებენ მინი ტრენინგს დისტანციურად (დამატებით საჭირო ინფორმაციას ამ მიმოწერის ფარგლებში გამოითხოვენ თქვენგან და გთხოვთ, მაქსიმალურ მხარდაჭერას).
პატივისცემითა და პანდემიაზე სწრაფად გამარჯვების სურვილით
ხვიჩა
чт, 2 апр. 2020 г. в 18:03, kote gvetadze <phdregimer@mail.ru>:
დიდი მადლობა კოლეგებო
ძალიან კარგია, რომ გადაამზადეთ ცხელების კლინიკების პერსონალი, რომლებმაც უკვე დაიწყეს პაციენტების მიღება.
თქვენ საკმაო გამოცდილება შეიძინეთ ამ გასული კვირეების განმავლობაში კორონას წინააღმდეგ, შესაბამისად თქვენთის უფრო აღქმადია როგორც ჩვენგან და სამინისტროდან მოწოდებული რეკომენდაციები და შიშის ფაქტორიც დაძლეული გაქვთ (თუმცა არც თავიდან იყავით დაშინებული), ამ კლინიკებს კი ეხლა უწევთ ,,პირველი ნაბიჯების გადადგმა’’, ვატყობ როგორც დაბნეულობას, ასევე ,,ცოტა შიშსაც’’, რაც განპირობებულია როგორც სუბიეტური, ასევე ობიეტური (არ არიან უზრუვნელყოფილნი ამ ეტაპზე სათანადო ეკიპირებით) ფაქტორებით.
ამიტომ ყველას გთხოვთ: მაქსიმალურად ხელი შეუწყვეთ მხარში დგომით, რჩევა დარიგებით, საწყის ეტაპზე ნიმუშების აღებაზეც, ხშირად წააწყდებიან არაორდინარულ სიტუაციებსაც.
ნიმუშების აღების დანიშვნა გაატარეთ სერიოზულ ,,ფილტრში’’, გუშინდელ წერილში გწერდით და მიყევით იმ ინსტრუქციებს
პატივისცემით
კოტე
--
kote gvetadze