| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 16.03.2019 12:44 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც მოგახსენეთ, სახელმწიფო აუდიტის მიერ მოთხოვნილია დეტალური ინფორმაცია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნევლყოფის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით.
შესათანხმებლად გიგზავნით დოკუმენტებს: (1)მოხსენებითი ბარათები, რითაც შეთანხმდა მედიკამენტების გაფართოვებები, შესასყიდი სახეობები, რაოდენობები და სხვა, (2) მოხსნებითების შესაბამისი დანართები (ბრძანებების ცვლილებები, შესასყიდი რაოდენობების ცხრილები და სხვა), (3) ბრძანებისა და მისი ცვლილებების ასლები; (4) მოკლე ინფო პროგრამის შესახებ.
გთხოვთ, თქვენს მითითებებს აღნიშნული ინფორმაციის აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ეკა
From: Nino Shubitidze [mailto:NShubitidze@sao.ge]
Sent: 12 March, 2019 17:37
To: Mariam Darakhvelidze
Cc: Zurab Maisuradze
Subject: სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მართვის სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტს.
აღნიშნული აუდიტის ფარგლებში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
Ø როგორ და რის საფუძველზე განისაზღვრა სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებული ბიუჯეტი (10მლ ლარი);
Ø როგორ და რის საფუძველზე განისაზღვრა შესასყიდი მედიკამენტების რაოდენობები და სავარაუდო ღირებულებები (დეტალურად პროგრამით გათვალისწინებულ ყველა მედიკამენტზე) თავდაპირველად დამტიცებულ პროგრამაში (2018 წლის აგვისტომდე);
Ø 2018 წლის აგვისტოში პროგრამაში განხორციელებული ცვლილების მიზეზი;
Ø ცვლილების შედეგად პროგრამას დამატებული მედიკამენტების საჭიროების, რაოდენობისა და ღირებულების განსაზღვრის საფუძვლები (დეტალურად ყველა მედიკამენტზე).
ასევე გთხოვთ, მოგვაწოდოთ „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 აგვისტოს N01-73/ო ბრძანება და განხორციელებული ყველა ცვლილება.
გთხოვთ, ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ყველა არსებული დოკუმენტი მოგვაწოდოთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 მარტისა.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
ნინო შუბითიძე
უფროსი აუდიტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი
ქეთევან დედოფლის გამზირი N96
მობ: +995 577 20 20 29
ელ.ფოსტა: nshubitidze@sao.ge