From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : FW: რეკომენდაციები ცხელების კლინიკების მოწყობასთან დაკავშირებით
Received On : 03.04.2020 17:19
Attachments :

 

 

From: Vladimer Getia
Sent: 3 April, 2020 19:56
To: Ekaterine Adamia ; Gvantsa Gasviani
Cc: Amiran Gamkrelidze ; Alexander Turdziladze ; Irma Khonelidze ; Paata Imnadze
Subject:
რეკომენდაციები ცხელების კლინიკების მოწყობასთან დაკავშირებით

 

ეკა,

 

როგორც ქალბატონმა თამარმა ამიხსნა, ცხელების კლინიკებთან დაკავშირებით გეგმავთ მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანას. აღნიშნული საკითხი პირდაპირ თუ ირიბად ჩვენც გვეხება ამიტომაც ბატონი ამირანის ხელმძღვანელობით ცენტრის COVID-ის საკოორდინაციო ჯგუფის ფორმატში მოეწყო განხილვა თუ რა ტიპის მოწყობა იქნებოდა სასურველი ამ ეტაპისთვის, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია შემდგომ ეტაპზე გაფართოვდეს.

 

მოკლედ მოგწერ ძირითად პრინციპებს:

 

1. ცხელების ცენტრები საწყის ეტაპზე სასურველია მოეწყოს დიდ ქალაქებსა და რეგიონულ ცენტრებში, სადაც არსებობს ამის უფრო მეტი პოტენციალი (სამედიცინო პერსონალისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით), რომლებიც ასევე ახლოს მდებარეობენ ჩვენი ლაბორატორიებთან და შესაძლებელია აღებული საკვლევი მასალის დროული რეფერირება.

2. სასურველია ცხელების ცენტრები სრულად იქნას გამოთავისუფლებული სხვა პაციენტებისგან და თუ ამის შესაძლებლობა არაა, მაშინ ცხელების ცენტრისთვის გამოყოფილ სივრცეში შესასვლელი უნდა იყოს ცალკე იზოლირებული სხვა სივრცეში შესასვლელისგან;

3. ცხელების ცენტრის ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს ცხელებიანი პაციენტების მიღება, ტრიაჟი, ნაცხის აღება ადგილზე. ამასთან, თუ ცხელების ცენტრის საწოლფონდი იძლევა ამის საშუალებას მას უნდა ჰქონდეს მსუბუქი პაციენტების ადგილზე მკურნალობის შესაძლებლობა;

4. ცხელების ცენტრიარ უნდა იქნას გამოყენებული საკარანტინე სივრცედ, მასში მხოლოდ და მხოლოდ COVID-19-ზე საეჭვო პაციენტები ან/და დადასტურებული მსუბუქი კლინიკური ფორმის მქონე პაციენტები;

5. COVID-19-ზე სამკურნალოდ განსაზღვრული დაწესებულებები, უნდა ახორციელებდნენ, როგორც COVID-19-ზე დადასტურებული შემთხვევების მართვას, ასევე თვითდინებით შემოსული ან სასწრაფოს მიერ შემოყვანილი კორონავირუსზე საეჭვო პაციენტების მართვას, სანამ ლაბორატორიული კვლევით არ იქნება უარყოფილი დიაგნოზი. ეს იმისთვის, რომ ცხელების ცენტრების გახსნის გამო, ამ კლინიკებმა უცებ უარი არ უთხრან მათთან მისულ პაციენტებს მომსახურებაზე.

6. საჭიროა ცხელების ცენტრების თანამშრომელთა გადამზადება დისტანციურად კლინიცისტების და ეპიდემიოლოგების მიერ, ტრიაჟის ჩატარების და ინფექციის კონტროლის საკითხებში, ინფექციის კონტროლის ოფიცრების გამოყოფა ამ დაწესებულებებში, პერიოდული მონიტორინგი, ასევე თითოეულ კლინიკაში მინიმუმ 2 პირის გადამზადება საკვლევი მასალის აღებაში. სასურველია ეს მოხდეს მომავალი კვირის დასაწყისშივე.

7. წარმოგიდგენთ პირველ ეტაპზე ცხელების ცენტრებად ჩვენს მიერ მოაზრებული კლინიკების ლოკაციებს და სადაც ეს შევძელით დასახელებებს:

7,1 იმერეთი:

ქუთაისი - ჩხობაძის კლინიკა ცხელების ცენტრი

ქუთაისი - მედიქალსიტი COVID-19 სამკურნალო დაწესებულება

ქუთაისი - ლჯ და კომპანია COVID-19 სამკურნალო დაწესებულება

საჩხერე - საჩხერის საავადმყოფო ცხელების ცენტრი და  COVID-19 სამკურნალო დაწესებულება

 

7.2 სამეგრელო

ფოთი - ფოთის ევექსის კლინიკა ცხელების ცენტრი

ზუგდიდი - რუხის საავადმყოფო  COVID-19 სამკურნალო დაწესებულებად

ზუგდიდი - ინფექციური საავადმყოფო ცხელების ცენტრად თუ რუხის საავადმყოფო გადაკეთდა COVID-19 სამკურნალო დაწესებულებად

 

7.3 აჭარა

ბათუმი - ინფექციური საავადმყოფო ცხელების ცენტრად

ბათუმი - მედალფა ცხელების ცენტრად

რესპუბლიკური საავადმყოფო ან რეფერალური ჰოსპიტალი ან მედინა COVID-19 სამკურნალო დაწესებულებად

 

7.4 ქვემო ქართლი

რუსთავი - ცენტრალური საავადმყოფო ცხელების ცენტრად + COVID-19 სამკურნალო დაწესებულებად

ან

რუსთავი - ქარხნის საავადმყოფო ცხელების ცენტრად

 

7.5 კახეთი

თელავში - რეფერალური ჰოსპიტალის გარდა, რომელიმე სხვა დაწესებულება, რადგანაც მასში დიალიზის ცენტრია და საშიშია ამ პაციენტების დაინფიცირების

 

7.6 შიდა ქართლი

გორი - გორის სამხედრო ჰოსპიტალი ცხელების ცენტრად და COVID-19 სამკურნალო დაწესებულებად

 

7,7 თბილისი

COVID-19 სამკურნალო დაწესებულებები - ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის საავადმყოფო, რესპუბლიკური საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფო

 

ცხელების ცენტრები

 

დიღომი - ვივამედი შესაძლოა ასევე COVID-19 სამკურნალო დაწესებულებადაც მსუბუქი პაციენტებისთვის

ვარკეთილი - თბილისის ზღვის საავადმყოფო

გლდანი/თემქა - შესარჩევია ერთი საავადმყოფო

საბურთალო - შესარჩევია ერთი საავადმყოფო

 

რა თქმა უნდა ეს არის ცენტრის რეკომენდაციები და გამოხატავს ჩვენს მოკრძალებულ სურვილს, რომ პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს.

 

პატივისცემით

 

ხვიჩა