| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | tmeliqidze@yahoo.com; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: პჯდ ტრენინგი |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 06.04.2020 16:12 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 30 მარტს დამტკიცდა კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) - ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო შემთხვევის მართვა პირველად ჯანდაცვაში".
ჩვენ მიერ დაგეგმილია ონლაინ-ტრენინგები, პირველად ჯანდაცვაში დასაქმებული პერსონალისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისა და (COVID-19) საეჭვო და COVID-19-ის დაავადების მქონე პირთა დაავადების მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
გვინდა თქვენი დახმარება. კერძოდ, თბილიში და რეგიონებში გვესაჭიროება იმ პირთა სია (ოჯახის ექიმი, უბნის ექიმი (თერაპევტი, პედიატრი), ვინც მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ ტრენინგებში. სიების მოწოდება უმჯობესია შესაბამისი კლინიკების მიხედვით. ასევე, პასუხისმგებელი პირები კლინიკების მიხედვით და მათი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი).
გაცნობებთ, რომ ზოგიერთი დაწესებულების ოჯახის ექიმების ტრენინგი უკვე ჩატარდა ან დაგეგმილია. ესენია - 25 ონლაინ-კლინიკა, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი; შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს", სს "ევექსის კლინიკები", სს „ევექსის ჰოსპიტლები“, შპს ავერსის კლინიკა, შპს "მედალფა" (არ გვაქვს მხოლოდ მედალფას ჩოხატაურის მონაცემები).
აღნიშნული ინფორმაცია მითითებულია „ტრენინგის“ გრაფაში.
ნიმუშისთვის, როგორი ინფორმაცია გვესაჭიროება, გიგზავნით, ასევე, იმერეთის რეგიონის ფაილს.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110