From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : FW: იზოლაციაში მყოფი პირების აღრიცხვა/შრომისუუნარობის ცნობის გაცემა
Cc : Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>
Received On : 05.03.2020 10:04

 

 

From: Lali Ebanoidze
Sent: 5 March, 2020 12:32
To: Ekaterine Adamia ; Natia Khmaladze
Cc: Amiran Gamkrelidze ; Khatuna Piranishvili
Subject: RE: იზოლაციაში მყოფი პირების აღრიცხვა/შრომისუუნარობის ცნობის გაცემა

 

ქალბატონო ეკა, ბატონ ამირანთან შეთანხმებით გიგზავნით ჩვენს შენიშვნებს და დამატებით მოსაზრებებს  ,,იზოლაციაში (თვითიზოლაცია/კარანტინი) მყოფი პირების აღრიცხვისა და ამ პირთა შორის დასაქმებული კონტიგენტისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი შედეგების მქონე ცნობის გაცემის პროცესის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

 

პროექტის მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა  აღრიცხვას აწარმოებს ცენტრი და ცხრილის სახით ყოველი დღის ბოლოს ოფიციალურად უგზავნის სამინისტროს, აღნიშნული ინფორმაციის ზუსტი დადგენა ცენტრის კომპეტენციას და შესაძლებლობებს აღემატება, მიუხედავად დიდი მცდელობისა, შესაბამისი სამსახურებიდან ვერ ვიღებთ სრულ ინფორმაციას ამ საკითხებზე და შემდგომში ამ ტვირთის გადმოტანა მხოლოდ ცენტრზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს  შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად და ბრძანების პროექტშიც უნდა აისახოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე მსგავსი თხოვნა.

ასევე, იქნებ დაკონკრეტდეს ფრჩიხლებში ან სხვაგვარად, ოფიციალური წესში რა იგულისხმება, ეს არის მეილით თუ ხელმოწერილი წერილით დეს -ის საშუალებით.

 

ასევე, დამატებით, მოგახსენებთ, რომ როგორც უკვე ბატონმა ამირანმა სამინისტროს აცნობა, საქართველოში ინფექციის გავრცელების რისკისა და ეპიდემიური ხასიათის მიღების თვალსაზრისით იტალია  დღეს წარმოადგენს ყველაზე მომატებულ საფრთხეს სხვა მაღალდასენიანებულ ქვეყნებთან შედარებით. ამიტომ ჩვენი გადასახედიდან მიზანშეწონილია:

 

  1. საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ინფრომაცია ქვეყნებსა და ტუროპერატორებს, რომ საქართველოში იტალიიდან, ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან შემოსული ტურისტები ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს და თვითიზოლაციას. ეს სია შეიძლება თანდათან გაფართოვდეს რადგან ეპიდსიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება. ვფიქრობთ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ტურისტების შემოდინების მნიშვნელოვნად შემცირებას.

 

  1. საუკეთესო ვარიანტია, თუ იქნება საშუალება (ინფრასტრუქტურული) იტალიიდან (იტალიაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ბოლო ორ კვირაში) შემოსული ყველა მგზავრი მოთავსდეს კარანტინში, ვისაც ექნება შესაძლებლობა თვითიზოლაციის, სწრაფად იქნეს გარკვეული და  შესწავლილი პირობები მუნიციპალური საზ.ჯანდაცვის ცენტებისა და საპატრულო პოლიციის  მიერ და მერე გადაყვანილი იქნენ თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე ამ ტიპის ლოჯისტიკის აწყობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აქაც საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დახმარება იქნება აუცილებელი.

 

 

  1. თვითიზოლაციის მონიტორინგს მარტო ჯანდაცვის საზ.ჯანდაცვის სამსახურები და საგანგებო სამსახურები ვერ შეძლებს, თუ არ იქნა სერიოზული მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების.

 

პატივისცემით,

 

ლალი ებანოიძე

 

From: Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Sent: ოთხშაბათი, 04 მარტი, 2020 20:52
To: Lali Ebanoidze <L.Ebanoidze@ncdc.ge>
Subject: FW: იზოლაციაში მყოფი პირების აღრიცხვა/შრომისუუნარობის ცნობის გაცემა

 

 

 

From: Ekaterine Adamia
Sent: 4 March, 2020 18:37
To: Ana Darakhvelidze <adarakhvelidze@moh.gov.ge>; kh.zakhashvili@ncdc.ge; 'agogitidze@moh.gov.ge' <agogitidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; 'amikogogitidze2@gmail.com' <amikogogitidze2@gmail.com>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>
Cc: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; 'avtandiltalakvadze@gmail.com' <avtandiltalakvadze@gmail.com>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject: იზოლაციაში მყოფი პირების აღრიცხვა/შრომისუუნარობის ცნობის გაცემა

 

 

მოგესალმებით მეგობრებო,

 

მოგეხსენებათ, იზოლაციაში მყოფ დასაქმებულ პირთათვის გამოიკვეთა პრობლემები დამსაქმებლებთან სამსახურის გაცდენის გამო, მათ შორის განაცდური დღეების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პრობლემის მიზნით, დღეს დამტკიცდა მინისტრის ნორმატიულ დოკუმენტებში ცვლილება იზოლაციაში მყოფი დასაქმებული პირებისათვის საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი ცნობის სამინისტროს მიერ გაცემის შესახებ.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ უმნიშვნელოვანესია იზოლაციაში მყოფ პირთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება, მათ შორის იზოლაციის თარიღების მითითებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროცედურული საკითხების მოწესრიგების მიზნით, ჩვენ მიერ შემუშავდა მინისტრის ორგანიზაციული ბრძანების პროექტი ,,იზოლაციაში (თვითიზოლაცია/კარანტინი) მყოფი პირების აღრიცხვისა და ამ პირთა შორის დასაქმებული კონტიგენტისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი შედეგების მქონე ცნობის გაცემის პროცესის უზრუნველყოფის შესახებ“,  შესაბამისი დანართებით.

 

გიგზავნით ბრძანების პროექტს და გთხოვთ, უმოკლეს ვადაში მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები.

 

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

 

 

ეკატერინე ადამია

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

თბილისი, წერეთლის გამზირი 144

მობ: (+995) 577 282825

ტელ: (+322) 5100381110