საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030183145159420
             № 01-62/ო 21 / თებერვალი / 2020 წ.             
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-15 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 53- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის, 70- მუხლის პირველი პუნქტის, 74- მუხლის, 75- მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტისქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლისდაქვეპუნქტების, მე-3 მუხლისდა  „ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისდა  „ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და  მართვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფის მიზნით,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) ,,ახალი კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევასთან კონტაქტირებულთა მართვის დროს გასატარებელი დროებითი მეთოდური რეკომენდაციები” N1 დანართის შესაბამისად;

) "ინფექციის პრევენციისა და კონტროლის დროებითი რეკომენდაცია (გაიდლაინი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების  მიმწოდებლებისათვის“ N2 დანართის შესაბამისად;

) „მგზავრების თვითგამოკითხვის კითხვარი“ N3 დანართის შესაბამისად;

დ) „ინფორმირებული თანხმობის ფორმა იმ პირისთვის,  რომელიც ტოვებს (COVID-19)-ით დაზარალებულ ქვეყანას და კვეთს საქართველოს საზღვარს (შემომსვლელთათვის)" N4 დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



 

მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე