From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : ქრონიკული მედიკამენტები
Cc : Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Tea Tavidashvili <ttavidashvili@moh.gov.ge>
Received On : 01.12.2019 15:45
Attachments :

ქალბატონო თამარ,


თქვენი დავალების შესაბამისად, წარმოგიდგენთ ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" სახელმწიფო პროგრამის ცვლილებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტებს. კერძოდ, წერილის თან ერთვის:

1. ქრონიკული მედიკამენტების საყოველთაოში ინტეგრირების ცვლილების პროექტი;

2. ცვლილების შესაბამისი მოხსენებითი/განმარტებითი ბარათი;

3. მინისტრის ბრძანების პროექტი (მედიკამენტების ნუსხის და სხვა პირობების განსაზღვრისათვის);

4. ნოზოლოგიური ჯგუფების ლიმიტების გათვლების შესაბამისი ანალიზი ექსელის ფაილის სახით;

5. მედიკამენტების ფასების განსაზღვრისათვის, მედიკამენტების ნუსხა ექსელის ფაილის სახით, რომელიც მოიცავს 35 პროგრამული მედიკამენტის ჯენერიკულ ფორმულის შესაბამის საქართველოში რეგისტრირებულ სავაჭრო დასახელებებს (ბრენდებს). აღნიშნული სია, ასევე დაფილტრულია 188 დადგენილებითა და პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების მიხედვით. ზოგიერთ პოზიციაზე მითითებულია ჩვენ ხელთ არსებული საცალო და იმპორტის ფასები (სხვა დანარჩენი შესავსებია).



ცვლილების პროექტის ოფიციალური მსვლელობის დაწყებისთვის, აუცილებელია განისაზღვროს მედიკამენტების ეტალონური ფასები, შეთანხმდეს ნოზოლოგიური ჯგუფების ლიმიტების ვერსია (წარმოდგენილ პროექტში უპირატესობა მივანიჭეთ მედიკამენტის ღირებულების 50%-იანი ზრდით დათვლილ ვერსიას).


p.s აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენ მიერ წარდგენილ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში საკომუნიკაციო აქტივობების და სხვა გარდამავლ პერიოდში მოსალოდნელი ადმინისტრაციული ხარჯისთვის გათვალისწინებული იყო 500 000 ლარი, რაც ფინანსთა სამინსიტროს მიერ არ იქნა მიღებული და მთლიანად განულდა თანხა აღნიშნულ კოდზე. 



დაველოდებით თქვენს შენიშვნებს და მითითებებს.


პატივისცემით,


ეკა