| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>; mnaskidashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; tmodebadze@ssa.gov.ge; Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| Subject : | ქრონიკული მედიკამენტების გაფართოვება-ბრძანების პროექტი |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 28.03.2019 11:26 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით ქრონიკული მედიკამენტების ფარგლებში დასამტკიცებელი ბრძანების პროექტს განსახილველად. საკითხი ეხება სააფთიაქო ქსელის გაფართოვებას.
ბრძანებით გათვალისწინებულია შემდეგი დაშვებები:
1. აფთიაქების საჭირო მინიმალური რაოდენობა, შესაბამისი ლოკაციებით (მხოლოდ მუნიციპალიტეტის/ქალაქის დონეზე) მტკიცდება დანართის სახით;
2. სერვისის მიმწოდებლის შერჩევის ძირითადი პირობაა სააფთიაქო ქსელის ფლობა ქვეყნის მასშტაბით (არ ვაკონკრეტებთ რაოდენობას);
3. ერთზე მეტი პრეტენდენტის გამოვლენის შემთხვევაში, ბრძანების მიხედვით დანართი 1-ით განსაზღვრულ ცალკეულ ლოკაციაზე უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც ფლობს აფთიაქს ამ ლოკაციაზე, ან საკითხი უნდა გადაწყდეს ურთიერთშეთანხმებით;
4. ასევე, ვადგენთ დამატებით პირობას დამატებითი გაფართოვების საჭიროების დადგომის შემთხვევაში. კერძოდ, სერვისის მიმწოდებელთა დამატებითი გაფართოვების საჭიროების დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებლებს ეძლევა უფლება, პროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმების საფუძველზე, საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეულ დამატებით ლოკაციებზე გამოყონ აფთიაქები პროგრამული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის მიზნით.
5. ბრძანებით, ასევე, განსაზღვრულია სერვისის მიმწოდებელთა ვალდებულებები (როგორც დანართით განსაზღვრული აფთაქების, ასევე, მე-4 პუნქტით განსაზღვრული აფთიაქებისათვის.
გთხოვთ, განიხილოთ და უმოკლეს ვადაში მომაწოდოთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები.
დიდი მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110