| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Tea Tavidashvili <ttavidashvili@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Magda Gurabanidze <MGurabanidze@ssa.gov.ge>; mnaskidashvili@ssa.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; avtandiltalakvadze@gmail.com; amikogogitidze2@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge> |
| Subject : | კლინიკების მობილიზება-საგანგებოს გაუქმების შემდეგ |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Received On : | 22.05.2020 16:33 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად მოდიფიცირებას განიცდის 184 დადგენილება. დადგენილებით ნარჩუნდება კლინიკების მობილიზაციის სქემა, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდეს მექანიზმის ამოქმედება. ამასთან, კოვიდის სამართავად მობილიზებული კლინიკების სიაში დამატებითი კლინიკების ჩართვისთვის გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა და დაზუსტდა ,,აქტიური შემთხვევებით“ (იხ. დანართი).
ამასთან, ამავე დადგენილებით განსაზღვრული კლინიკების მობილიზაციის ნაწილში, გაჩნდა შესაძლებლობა, კლინიკების მობილიზება განხორციელდეს ,,სამინისტროს მითითების“ შესაბამისად. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური სურათის შესაბამისად, მობილიზებული კლინიკების უმეტესი ნაწილი არ არის /ან მცირედ არის დატვირთული პაციენტებით, შესაბამისად, მიზანშეწონილია, აღნიშნულმა დაწესებულებებმა (კერძოდ, ცხელების კლინიკებმა) აღადგინონ მათთვის სანებართვო დანართით განსაზღვრული სხვა სერვისები, ამასთან ცხელების მქონე პაციენტების მიღება გააგრძელონ ე.წ. ,,ცხელების ზონების“ გამოყოფით და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების მკაცრად დაცვით. ასეთი მიდგომა დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს ,,დაცლილი კლინიკებისთის“ საწოლფონდის ანაზღაურების გაუქმების ხარჯზე.
რაც შეეხება, კოვიდის კლინიკებს, ისინი, რომლებიც უკვე ჩართული არიან კლინიკაში აგრძელებენ სერვისის მიწოდებას იგივე პირობებით, ხოლო სხვა სერვისების აღდგენას შეძლებენ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების და ვადების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გიგზავნით მინისტრის ბრძანების პროექტს, რომელიც ჩაითვლება, როგორც ,,სამინისტროს მითითება“ ამ ეტაპზე მობილიზაციის სქემის მოდიფიცირებისათვის.
გთხოვთ, განიხილოთ და მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები ორშაბათამდე. ორშაბათს ბრძანება უნდა დამტკიცდეს.
დიდი მადლობა,
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110