| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <ShorenaO@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; pimnadze@ncdc.ge; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Vladimer Getia <khgetia@gmail.com>; Lia Jabidze <L.Jabidze@ncdc.ge>; Tako Ugulava <tugulava@unicef.org>; tsirbiladze@usaid.gov; RUK@euro.who.int; KURTSIKASHVILI, Giorgi <kurtsikashvilig@who.int>; ivanechkhaidze@evex.ge; ivane_ch@georanet.org.ge; mkherkheulidze@hotmail.com; ivane_ch@internet.ge; keti_kasashvili@yahoo.fr; Khetsuriani, Nino (CDC/CCID/NCIRD) <nck7@cdc.gov> |
| Subject : | იმუნიზაციის საბჭო |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge> |
| Received On : | 25.07.2019 10:43 |
| Attachments : |
მოგესალმებით, პატივცემულო საბჭოს წევრებო,
გაცნობებთ, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 14 ნოემბერს განხორციელებული ცვლილების (მე-3 მუხლის „ტ3“ ქვეპუნქტი) საფუძველზე, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – იმ ინფექციური დაავადებების სია, რომელთათვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური აცრა და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლების, ვადების და წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტის ორი ვერსია.
ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილება აწესებს აცრების სავალდებულობას, შესაბამისად ბრძანების პროექტის ერთ ვერსიაში გათვალისწინებული არ არის პირის მიერ პროფილაქტიკურ აცრაზე უარის თქმის ფორმა. თუმცა პრაქტიკაში არსებობს მოსახლეობის გარკვეული ფენა, რომელიც პირადი მოსაზრებით არ ჩაიტარებს იმუნიზაციას. შესაბამისად წარმოდგენილია ბრძანების ორი ვერსია - პირის მიერ პროფილაქტიკურ აცრაზე უარის თქმის ფორმით და მის გარეშე. მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკითხი განხილულ იქნას იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობ კომისიაზე.
გიგზავნით ზემოაღნიშნული დოკუმენტების პროექტებს და მოკლე განმარტებას ცვლილებებთან დაკავშირებით და გთხოვთ, უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია. აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს საბჭოს შემადგენლობის განახლების პროცედურები და განახლებული ბრძანების დამტკიცებისთანავე, უახლოეს დღეებში ჩაინიშნება სხდომა, რომლის თარიღსაც გაცნობებთ დამატებით.
დიდი მადლობა.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110