From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : გრიპის აქტივობები
Received On : 13.11.2019 12:52
Attachments :

ქალბატონო თამარ, მოგესალმებით,

 

გიგზავნით გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მომზადებულ მასალებს. კერძოდ,

 

1.       წერილი დაავადებათა კონტროლის სახელზე რისკ ჯგუფების დამატების თაობაზე (ვამატებთ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ დაწესებულებებს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მიერ მოწოდებული ჩამონათვალის შესაბამისად, ასევე ფსქიატრიულ სტაციონარებში და თავშესაფრებში მოთავსებულ პირებს, ასევე საჯარო მოხელეებს, რომლებსაც უწევთ კლინიკებში სიარული, ასევე კონტაქტი ბენეფიციარებთან)

2.       წერილი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებზე შესასრულებელი აქტივობების მითითებით (ასეთივე წერილებს დავაგზავნით ჰოსპიტლებში)

3.       საინფორმაციო ფურცელი, რომელიც მოიცავს რისკ ჯგუფებს, ასაცრელ ადგილებს და ზოგად ინფორმაციას პაციენტებისა და დაწესებულებებისათვის.

 

თქვენი თანხმობის შემთხვევაში,მივცემთ ოფიციალურ მსვლელობას.

 

პატივისცემით,

 

ეკა

ეკატერინე ადამია

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

თბილისი, წერეთლის გამზირი 144

მობ: (+995) 577 282825

ტელ: (+322) 5100381110