From : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : kiTxva
Received On : 03.09.2019 12:59

1.      საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის არაეფექტურობა (ოცნების მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან „მიღწევა“ - მზარდი და ყოველწლიურად დეფიციტური ბიუჯეტი, უკმაყოფილო სამედიცინო პერსონალი და პაციენტები)

2013 წლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც სახელმწიფომ შექმნა სამედიცინო მომსახურების კატასტროფული დანახარჯებისაგან   დაცვის მექანიზმი თითოეული მოქალაქისათვის, რადგან  ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ყველა მოქალაქე გახდა აღნიშნული პროგრამის მოსარგებლე.  

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ჯანმრთელობის ანგარიშში 2015 - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულ პროექტად იქნა აღიარებული.

2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ განაპირობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის მომსახურებებზე მოსახლეობის უფლების მნიშვნელოვანი ზრდა. შედეგად, მნიშვნელოვნად და სწრაფად გაიზარდა სერვისებით მოცვა მოსახლეობის 29.5%-დან 2010 წელს, დაახლოებით 40%-მდე 2012 წელს და  - 99.9%-მდე 2014 წლისთვის.

2013 წლიდან დაფიქსირდა სამედიცინო მომსახურების უტილიზაციის ზრდა, 2018 წელს ამბულატორიულ მიმართვათა რაოდენობამ ერთ სულ მოსახლეზე შეადგინა - 3.7  (2012 წელს – 2.3), ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100 სულ მოსახლეზე გაიზარდა 8.0-დან (2012) 16.7-მდე (2018).

 

სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალურმა ხელმისაწვდომობამ  მნიშვნელოვნად შეამცირა ჯიბიდან დანახარჯები და გაზარდა ფინანსური დაცულობა (2012 – 73% - 2017 – 54%).

 

 

Ketevan Goginashvili, MPH

Head of Health Policy Division

Health Care Department

Ministry of Internally displaced Persons

from  Occupied Territories,

Labor, Health and Social Affairs

 

144 Tsereteli Ave

Tbilisi 0119, Georgia

Tel: +995 32 251 00 38 ext 1108

Mob: 995 577717984