| From : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| To : | Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge> |
| Subject : | bediani |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 17.10.2019 10:07 |
შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ბედიანის კლინიკაში არსებული არასახარბიელო პირობების გამო, პაციენტთა უკეთეს ინფრასტრუქტურულ პირობებში განთავსების მიზნით და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული რეზერვების გათვალიწინებით, დაგეგმილია ბედიანის კლინიკაში მყოფი მკურნალობის მიმღები პირების სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში (შპს "აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი", „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“; შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სურამის კლინიკა) გადანაწილება.
პირველ ეტაპზე, 18 ოქტომბერს განხორციელდება 30 ბენეფიციარის გადაყვანა შპს "აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში". ამავე პერიოდში, რა თქმა უნდა, შეწყდება ახალი პაციენტების მიღება ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში. მომდევნო ეტაპზე ნოემბერო-დეკემბრის თვეში ყველა ბენეფიციარი დატოვებს ბედიანის კლინიკას.
პარალელურა, ოქტომბრის ბოლოს დაიყება ბედიანის კლინიკის ქალთა კორპუსის ცენტრალური გათბობის დამონტაჟების სამუშაოები, რათა იქ მყოფი პაციენტები უზრუნველყოფილი იყვნენ სათანადო პირობებით.
ბედიანის კლინიკიდან პაციენტების სრულად გადაყვანის შემდეგ, დაიწყება შენობების რეაბილიტაციის პროცესი ნარკოლოგიური რეაბილიტაციის და სხვა ტიპის სერვისების განვითარების მიზნით. აღნიშნული საშუალებით გადაწვეტილი იქნება იქ დასაქმებული პერსონლის სამუშაო ადგილებზე დაკავების პრობლემა.
ამჟამად დაწყებულია და მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება ტვიავის საავადმყოფოს, რუსთავის საცხოვრისის, სურამის კლინიკაში საცხოვრისის, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის შენობების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი, სადაც შემდგომში განტავსდებიან ბედიანის კლინიკიდან გადაყვანილი პაციენტები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შედეგების გათვალისწინებით.
Ketevan Goginashvili, MPH
Head of Health Policy Division
Health Care Department
Ministry of Internally displaced Persons
from Occupied Territories,
Labor, Health and Social Affairs
144 Tsereteli Ave
Tbilisi 0119, Georgia
Tel: +995 32 251 00 38 ext 1108
Mob: 995 577717984