| From : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | GF |
| Received On : | 13.08.2019 10:47 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდში წარდგენილი „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროგრამის 2020-2022 წლებში გაგრძელების განაცხადის განხილვის საფუძველზე, გლობალური ფონდის სამდივნომ მიიღო საქართველოს პროგრამისთვის „საგრანტო მოლაპარაკების“ ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული ეტაპი გულისხმობს შერჩეული დოკუმენტების წარდგენას, რათა გლობალური ფონდის საბჭოს მიერ მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
წარსადგენი დოკუმენტების ნუსხაში შედის სახელმწიფოს მიერ თანა-დაფინანსების მზადყოფნის დამადასტურებელი წერილი, რაც გლობალური ფონდის მოთხოვნის შესაბამისად, გულისხმობს ზოგადად ჯანდაცვის სექტორის და მათ შორის, ტუბერკულოზის პროგრამის ეტაპობრივად მზარდ დაფინანსებას, რათა 2022 წლის ბოლომდე სახელმწიფომ სრულად ჩაანაცვლოს გლობალური ფონდის დაფინანსება.
ხელმოსაწერად წარმოგიდგენთ თანა-დაფინანსების დამადასტურებელ წერილს, რომელიც შედგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020-2023 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 1 ივლისის N01-217/ო ბრძანება).
გლობალური ფონდის მოთხოვნით, წერილი მოიცავს ინფორმაციას როგორც ზოგადად ჯანდაცვის სექტორის, ასევე აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების 2019-2022 წლების პრიორიტეტების შესახებ, რაც განისაზღვრა აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ასახულია აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის განახლებულ სტრატეგიულ გეგმებში, ისევე როგორც გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის პერიოდისთვის მოსამზადებელ გარდამავალ გეგმაში.
გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას აღნიშნული წერილის გლობალური ფონდის სამდივნოში გადაგზავნის თაობაზე.
პატივისცემით,
Ketevan Goginashvili, MPH
Head of Health Policy Division
Health Care Department
Ministry of Internally displaced Persons
from Occupied Territories,
Labor, Health and Social Affairs
144 Tsereteli Ave
Tbilisi 0119, Georgia
Tel: +995 32 251 00 38 ext 1108
Mob: 995 577717984