| From : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | პორტალზე ინფორმაციის განახლება ( პასპორტიზაცია) |
| Received On : | 10.12.2019 01:42 |
სტაციონარული სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებს!
ჰოსპიტალურ სექტორში დაგეგმილი ცვლილებებისთვის / საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, გთხოვთ, მიმდინარე წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე (ე.წ. პასპორტიზაციის მოდული) მოახდინოთ მონაცემთა განახლება დაწესებულების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ საწოლფონდთან (პროფილები) და სტაციონარში დასაქმებულ ადამიანურ რესურსებთან (სპეციალიზაცია) დაკავშირებით. გთხოვთ, უზრუნველყოთ N01-33/ნ ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის დროული განთავსება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არაზუსტი ინფორმაციით გამოწვეული შედეგები. მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის.