| From : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციები |
| Received On : | 21.10.2019 08:02 |
მუხლი 5. პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციები
1. კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის სექტორული სტრატეგიული გეგმების შემუშავების პროცესის წარმართვა, კოორდინაცია, მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.(30.12.2016 N 01-52/ნ)
2. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით სტრატეგიული/ანალიტიკური ანგარიშების მომზადების კოორდინაცია.
3. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შეფასების უმთავრესი ინსტრუმენტების: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშებისა და ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების დოკუმენტების მომზადება და მათი დაინტერესებული მხარეებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
4. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების შედეგებისა და არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება/მოპოვება, ანალიზი და პრობლემების იდენტიფიცირება, პრობლემების პრიორიტეტულობის განსაზღვრა, პოლიტიკის ამოცანების გადაწყვეტის ალტერნატივების შემუშავების უზრუნველყოფა, ოპტიმალურ ალტერნატივაზე რეკომენდაციის მომზადება.
5. კომპეტენციის სფეროში სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულებების მომზადება, დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების შეფასება.
6. კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ანგარიშების მომზადება.
7. ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემების სრულყოფა და კოორდინაცია.
8. კომპეტენციის სფეროში დონორი ორგანიზაციების მიერ შესაბამისი რესურსების (ტექნიკური და ფინანსური) გამოყოფის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მონაცემთა ბაზის ფორმირება.
9. საინვესტიციო, ინფრასტრუქტურული და სხვა მსგავსი პროექტების ანალიზი და კოორდინაცია.
10. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) ჯანდაცვის ნაწილის შეფასების ინდიკატორების ჩარჩოს მომზადებაში მონაწილეობა.
Ketevan Goginashvili, MPH
Head of Health Policy Division
Health Care Department
Ministry of Internally displaced Persons
from Occupied Territories,
Labor, Health and Social Affairs
144 Tsereteli Ave
Tbilisi 0119, Georgia
Tel: +995 32 251 00 38 ext 1108
Mob: 995 577717984