| From : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | ინფრასტრუქტურის საკიტხები |
| Received On : | 17.10.2019 16:57 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს 2015 წოის 6 იანვრის N01-1/ნ ბრძანების შესაბამისად, ჯანმრტელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენა საინვესტიციო, ინფრასტრუქტურული და სხვა მსგავსი პროექტების ანალიზი და კოორდინაცია.
საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით სამუშაოები ძირითადად შემდეგი მიმართულებით ხორციელდებოდა: მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო შემოთავაზებების ექსპერტიზა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების კოორდინაცია; ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურება; უწყვებათაშორისი კომისიის სხდომისთვის საჭირო მასალების მომზადება ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე; ამბულატორიების აშენების/რეაბილიტაციის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მდებარე ქონებების განკარგვაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მასალების მომზადება; სახელმწიფო სახსრებით (რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამა და რეაბილიტაციისა და არჭურვის სახელმწიფო პროგრამა) სოფლის ამბულატორიებისა და საავაავადმყოფოების აშენება აღჭურვისათვის მასალების მომხადება.
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო შემოთავაზებების ექსპერტიზა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების კოორდინაცია წარმოადგენს პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციას. ხოლო რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის თუ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, სოფლის ამბულატორიების აშენება/რეაბილიტაციისა და აჭღურვისთვის მასალების მომზადება, სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სხვადასხვა დაწესებულებებს შორის ხელშეკრულების გაფორმების მოსამზადებელი სამუშაოები, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დადასტურება და სხვა მსგავსი საკითხები უკვე სცილდება პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციას და უპრიანია ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებში იყოს ინტეგრირებული.
დროის მხრივ, საქმიანობა შრომატევადია და მოითხოვს ერთი ადამიანის რესურსს 8 საათიანი სამუშაო დღის პირობებში. კორესპონდენციის რაოდნეობა დღის განმავლობაში ზოგჯერ 20 წერილზე მეტია, რომელთა დახარისხება, თითოეულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების საგენტოდან და სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ ინფორემაციის მოძიებაა საჭირო. შემდეგ მიღებული ინფორმაციის დახარისხება და პასუხების გადაგზავნა. ასევე საჭიროა წერილის ავტორებთან, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან სატელეფონო კავშირები და ინფომაციის მოძიება. ეს ყველაფერი კი ბევრ დროის რესურსს მოითხოვს.
Ketevan Goginashvili, MPH
Head of Health Policy Division
Health Care Department
Ministry of Internally displaced Persons
from Occupied Territories,
Labor, Health and Social Affairs
144 Tsereteli Ave
Tbilisi 0119, Georgia
Tel: +995 32 251 00 38 ext 1108
Mob: 995 577717984