ქალბატონო თამარ მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ გვაქვს მოსაზრება 1 ივლისის შემდეგ კოვიდ პაციენტების მართვა განახორციელოს ბათუმის ახალმა რესპუბლიკურმა საავ-ფომ, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ცხელებით პაციენტებს ღებულობს. კლინიკა აღჭურვილია ყველა სათანადო რესურსით, თქვენი დახმარებით პერსონალს 2 ეტაპად ტრენინგი ჩაუტარდა როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე რეანიმაციული პაციენტის მართვის თემებზე.
კლინიკა ამ ეტაპზე მობილიზებულია 80 საწოლზე, მ.შ. 9 რეანიმაციული საწოლი. შესაძლებელია სამედიცინო პერსონალის ისევ კლინიკაში 2 კვირიანი განთავსება, რაც ზედმეტ ხარჯებს აგვაცილებს.
თქვენთან შეთანხმების შემთხვევაში, კლინიკის პერსონალს დავაკავშირებთ ბატონი თენგიზ ცერცვაძის კლინიკური მართვის ჯგუფს შემდგომი რეკომენდაციებისათვის.
წინასწარ დიდი მადლობა,
პატივისცემით,
ნინო ნიჟარაძე
--
პატივისცემით,
ნინო ნიჟარაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
პირველი მოადგილე
577 51 36 36;