ბატონო ანზორ, კოლეგებო,
გიგზავნით ადამიანის ორგანოების გადანერგვის კანონპროექტს, რომელიც კიდევ ერთხელ ჩასწორდა და შეჯერდა ჩემი და ნათიას კონსულტაციების შემდეგ.
ამჟამად ვმუშაობთ ქსოვილების გამოყენების კანონპროექტის შეჯერებაზე. კანონპროექტზე მუშაობა იმაზე შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა, რადგან ფაქტობრივად გვიწევს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ვარიანტებზე მუშაობა და ამ ორივე ვარიანტების შედარება როგორც ერთმანეთთან, ისე დირექტივასთან. როგორც კი მზად გვექნება ეს კანონპროექტი, გამოგიგზავნით.
რაც შეეხება შეხვედრას, მეც მიმაჩნია, რომ ჯგუფის ყველა წევრისთვის ხელსაყრელ დროს აუცილებელია შეხვედრა და შეჯერება იმ საკითხზე, თუ რა ფორმებით უნდა მოხდეს ჩასწორებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან.
პატივისცემით,
არჩილ ზანგურაშვილი
--
Archil Zangurashvili
Lawyer. Legal Expert
M: 577-12-77-71