From : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Re: Sample Transportation Scheme-COVID19
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; amiran gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>
Received On : 07.04.2020 13:54
Attachments :

ქალბატონო თამარ,

პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ხარების დღესასწაული, დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

თქვენს დავალებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ დესით გამოგზავნილი იქნა ცენტრის წინადადებები ცხელების ცენტრებთან მიმართებაში და ასევე აღნიშნული ცენტრებიდან საკვლევი მასალის აღებისა და ტრანსპორტირების თაობაზე. კერძოდ, ცენტრის პოზიციაა:

1. მინისტრის ბრძანებით დაევალოს ცხელების კლინიკებს და სამკურნალო დაწესებულებებს თავად აიღონ საკვლევი მასალები. ცენტრმა ბევრგან უზრუნველყო სპეციალისტების გადამზადება და მზად ვართ ჩავატაროთ რეტრენინგები და/ან გადავამზადოთ დამატებითი სპევციალისტები. თითო ცხელების კლინიკაში მინიმუმ 1-2 სპეციალისტი მაინც;

2. მინისტრის ბრძანებით (სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების წესში ცვლილების საფუძველზე) საკვლევი მასალის ამღებ დაწესებულებებს და ლაბორატორიებს, რომლებიც ახორციელებენ დიაგნოსტიკას უნდა დაევალოთ ინფორმაციის ელექტრონულად დარეგისტრირება COVID-19-ისლაბორატორიულ მოდულში, რომელიც გაიმართა და მიმდინარეობს დაწესებულებების ჩართვა;

3. თითოეული ცხელების კლინიკა უნდა მიებას შესაბამის ლაბორატორიას ტერიტორიული პრინციპით, გარდა იმ კლინიკებისა, რომლებიც თავად ახორციელებენ ამ დიაგნოსტიკას (მაგ. შიდსისა და ინფექციურ პათოლოგიათა სამეცნიერი-კვლევითი ცენტრი);

4. საკვლევი მასალის აღებისათვის საჭირო ჩხირებისა და კონტეინერების მიწოდებას განვახორციელებთ ცენტრალიზებულად (თითოეულმა ლაბორატორიამ უნდა მიაწოდოს მოთხოვნის შესაბამისად მასზე მიბმულ სამედიცინო დაწესებულებას), თუ თავად სამედიცინო დაწესებულებებს არ ექნებათ თავიანთი სახარჯი მასალები;

5. საკვლევი მასალის ტრანსპორტირებას რეგიონებში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრის რეგიონულ განყოფილებებამდე განახორციელებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები (თითოეულ მათგანზე მუნიციპალიტეტების მერიების მიერ გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით) საიდანაც ჩვენი სატრანსპორტო საშუალებებით მოხდება ნიმუშების ტრანსპორტირება ჩვენს ლაბორატორიებში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგი, ავტომატურად გამოუჩნდება საკვლევი მასალის ამღებ დაწესებულებას, როგორც კი სისტემაში დარეგისტრირდება ლაბორატორიის პასუხი.


პატივისცემით

ხვიჩა