From : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Re: Fever Clinics
Cc : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 21.04.2020 14:40
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო თამარ,

ჩვენი რეგიონული სამსახურების მეშვეობით ქსელში დავაცირკულირეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების გაფართოების მიზნით:

"კორონავირუსის შიდა გავრცელების მასშტაბების მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით, შემთხვევის განმარტებით განსაზღვრული ჯგუფების გარდა, კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევად უნდა შეფასდეს და ლაბორატორიულ კვლევას ექვემდებარება დამატებით შემდეგი ჯგუფები:

1. ნებისმიერი ცხელება;

2. ნებისმიერი პნევმონია;

3. COVID სამკურნალო და ცხელების კლინიკების სამედიცინო პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ სავალდებულოდ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში რიგგარეშედ.

ნაცხის აღება და რეფერალი უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, ხოლო ცხელებით და/ან პნევმონიით მიმდინარე შემთხვევები სტაციონარში მიღებისას უნდა იქნას იზოლირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგის მიღებამდე."

ასევე, მივაწოდეთ N253 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების დეტალური განმარტება:

"1. ამ დადგენილების დანართი N1-ით განისაზღვრა COVID სამკურნალო კლინიკების ნუსხა, რომელიც ამავდროულად არის ცხელების კლინიკაც. მათი ვალდებულებაა მაღალი რისკის მქონე პაციენტების პირველადი ტრიაჟი და დადასტურებული COVID-19 დიაგნოზის მქონე პაციენტების მოვლა, მათ შორის ცხელების კლინიკებიდან რეფერირებული დადასტურებული შემთხვევების მართვა;
ამ კლინიკების რაოდენობა ამ წუთას არის 15, თუმცა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობების მიხედვით მოცემულია დამატებითი კლინიკების ჩართვის ვალდებულება. იხ. შესაბამისი სია.

2. ამ დადგენილების დანართი N2-ით განისაზღვრა ცხელების კლინიკების ნუსხა, რომელთა ვალდებულებაა ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტის პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პაციენტის რეფერალს №1 დანართით განსაზღვრულ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში, გარდა მძიმე შემთხვევებისა, რომელთა რეფერალისთვის სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითების საფუძველზე;
COVID-19-ის დიაგნოზის გამორიცხვის შემთხვევაში, პაციენტის შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის გადამისამართებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

3. №1 და №2 დანართებით განსაზღვრული ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირები. გამოსაკვლევი მასალის ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად.
ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით, თოთოეული კლინიკის ცალკეულ ლაბორატორიაზე მიბმამდე, საკვლევი მასალების  ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ჩვენს რეგიონულ სამსახურებამდე და/ან ლაბორატორიამდე გეოგრაფიული პრინციპით;

4. ამვე დადგენილებით ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ცხელების მქონე პაციენტის საწყისი ტრიაჟი, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის მომსახურება იზოლირებულ გარემოში მათ შორის ნაცხის აღება და ტრანსპორტირება, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით.

5.  ყველა დაწესებულება ვალდებულია აღებული საკვლევი მასალის თაობაზე ინფორმაცია დაარეგისტრიროს "კორონალაბ" ელექტრონულ სისტემაში, რაც რეგულირდება სტატისტიკური ინფორმაციის წესის დამტკიცების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრის N01/26/ნ ბრძანებით.

6. საკვლევი მასალის ასაღებად საჭირო სახარჯი მასალით (ეპენდროფის სინჯარა და ტამპონიანი ჩხირები) მომარაგება განხორციელდება ცენტრიდან ცენტრალიზებულად ჩვენი რეგიონული სამსახურების მეშვეობით, საჭიროებისა და მოტხოვნის შესაბამისად"

პატივისცემით

ხვიჩა


პატივისცემით,

ვლადიმერ გეთია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი

მობ: +995 (5) 91 41 59 55

ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

Best Regards,

Vladimer Getia

Georgian National Center for Disease Control and Public Health

Head of State Public Health Programs and Regional Management  Department

Cell: +995 (5) 91 41 59 55

Website: www.ncdc.ge

Email: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

cid:image001.jpg@01D48CB2.4D6DB610

 

 

 

 



вт, 21 апр. 2020 г. в 16:55, Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>:

ძვირფასო ხვიჩა

მოგესალმებით! წამოვიდა ზარები კლინიკებიდან, რომლებიც მიუთითებენ რომ თქვენგან მიიღეს მითითებები იმელით შემთხვევის განმარტებასა და ტესტირებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.

თუ შეიძლება მეც რომ გამიზიაროთ ეს იმეილი, რომ საქმის კურსში ვიყო და განმარტებაც გავაკეთო შესაბამისად.

დიდი მადლობა წინასწარ!

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0