წარმოგიდგენთ, C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშს 28 ივნისის მდგომარეობით.
სულ მიმდინარე წელს ჩატარებულია 400 ათასი ტესტირება, მათ შორის უნიკალური 146.2 ათასი ტესტირება, აქედან დადებითი 6.020 (4.1%)
მიმდინარე წლის საანგარიშგებო პერიოდში ჩატარებული ტესტიტრებების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებია: ტესტირება - 100.5 ათასით (20%-ით), უნიკალური ტესტების რაოდენობა 98.5 ათასით (40%-ით), გამოვლენილი ანტისხეულდადებითების რაოდენობა 4.3 ათასით (42%-ით). მკურნალობაში ჩართულთა რაოდენობა შემცირდა 720 ერთეულით (11.3%-ით).
ამასთან, მიმდინარე კვირის მანძილზე რეგისტრირებული მონაცემებით, ბოლო კვირაში ტესტირებების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით გაორმაგდა და შეადგინა 17,6 ათასი ტესტი, მათგან დადებითი 228 (1.29%). ეს ძირითადად განპირობებულია კორონავირუსის ტესტირებათან ერთად პარალელურად ჰეპატიტზე ტესტირების ჩატარებით, ასევე გარკვეულწილად დაიწყო ინტეგრირებული სკრინინგების გააქტიურება.
სკრინინგდადებით პირთა მოიძიება/კონფირმირებისა და მკურნალობაში ჩართვის ღონისძიებების ფარგლებში, დღეისათვის, სულ დაკონფირმირებულია 2,692 ანტისხეულდადებითი პირი (სამიზნე მაჩვენებლის (52.8%) და კონფირმაციით გამოვლენილი ანტიგენდადებითი 1,489 (55%) ბენეფიციარიდან, მკურნალობაში ჩართული იქნა 632 პირი (42.4%).
პატივისცემით
ხვიჩა