წარმოგიდგენთ, C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშს 7 ივნისის მდგომარეობით.
წინა კვირიდან დაიწყო გარკვეული პროგრესი სკრინინგების კუთხით, კერძოდ დარეგისტრირდა 20.7 ათასი ტესტი, მათ შორის უნიკალური 6.9 ათასი, აქედან დადებითი 266. ეს მონაცემები წინა ერთი თვის მანძილზე ყოველკვირეულად დარეპორტებულ მონაცემებს თითქმის 2-ჯერ აღემატება, თუმცა დაგეგმილი ტესტირებების დონის მისაღწევად ეს რაოდენობა კიდევ უნდა გაორმაგდეს, რაც პირველადი ჯანდაცვის მეშვეობით ინტეგრირებული სკრინინგების გააქტიურებაზეა დამოკიდებული.
სულ მიმდინარე წელს ჩატარებულია 335.928 ტესტირება, მათ შორის უნიკალური 125.652 ტესტირება, აქედან დადებითი 5.267 (4.2%)
სკრინინგდადებით პირთა მოიძიება/კონფირმირებისა და მკურნალობაში ჩართვის ღონისძიებების ფარგლებში, დღეისათვის, სულ დაკონფირმირებულია 2,598 ანტისხეულდადებითი პირი (სამიზნე მაჩვენებლის (52%) და კონფირმაციით გამოვლენილი ანტიგენდადებითი 1,430 (55%) ბენეფიციარიდან, მკურნალობაში ჩართული იქნა 564 პირი (39.4%).
პატივისცემით
ხვიჩა