From : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; amiran gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>
Subject : Re: C ჰეპატიტის სკრინინგის ყოველკვირეული ანგარიში
Cc : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Eka Adamia <Eadamia@moh.gov.ge>; Marina Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Lia Gvinjilia <lgvinjilia@gmail.com>; Tinatin Kuchuloria <kuchuloria.tatia@gmail.com>; Irinka Tskhomelidze <irinkatskhomelidze@gmail.com>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Maia Tsereteli <mtsereteli2002@yahoo.com>; Maia Alkhazashvili <m.alkhazashvili@ncdc.ge>; Nazi Chitadze <nazi@ncdc.ge>; kote gvetadze <phdregimer@mail.ru>; Gocha Giorgidze <gocha_ndoba@mail.ru>; kristina chanturidze <kristina.chanturidze@gmail.com>; eka zhorzholiani <ekazhorzholiani1966@gmail.com>; Giorgi Baidoshvili <gi.baidoshvili@gmail.com>; Eteri Kipiani <e.kipiani@ncdc.ge>; Maka Danelia <m.danelia@ncdc.ge>; Maia Japaridze <Maia.Japaridze@finddx.org>; Ketevan Stvilia <stviliak@gmail.com>; Alexander Asatiani <alx.asatiani@gmail.com>
Received On : 26.01.2020 18:49
Attachments :

ქალბატონო თამარ, ბატონო ამირან

წარმოგიდგენთ C ჰეპატიტის სკრინინგის ყოველკვირეულ ანგარიშს 26 იანვრის მდგომარეობით. აქვე წარმოგიდგენთ იმ აქტივობებზე მოკლე ინფორმაციას, რომელიც დავიწყეთ მიმდინარე წლის გეგმის ფარგლებში:

1. FIND-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყო C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირების მოძიება მათი შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვის მიზნით. ერთი კვირის მანძილზე კონფირმაციულ კვლევებში ჩართული იქნა 225 ანტისხეულდადებითი პირი, რომელთაგან კონფირმაციული კვლევით დადასტურებულია 112 პირს დაუდასტურდა დაავადება;

2. საქართველოს ზოგიერთ რაიონში დაიწყო ინტეგრირებული სკრინინგი, რომლის სრული მასშტაბით ამოქმედება დაგეგმილია 1 თებერვლიდან. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დამტკიცებული ბიუჯეტების ფარგლებში საქართველოს რეგიონებში (თბილისის გამოკლებით, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) 2020 წელს დაგეგმილია 600 ათასი სკრინინგის ჩატარება;
დახმარება გვესაჭიროება ახალციხის მერიასთან, რათა ეს მუნიციპალიტეტიც ჩავრთოთ ინტეგრირებულ სკრინინგებში.

3. ორშაბათიდან ვიწყებთ გასვლით სკრინინგებს თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, თებერვლის გეგმა/გრაფიკის მიხედვით დაგეგმილია გასვლითი სკრინინგების შემდეგ ლოკაციებზე:

27.01.2020-31.01.2020 ვაგზალის მოედნის მიმდებარე ტერიტორია
03.02.2020-07.02.2020 სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
10.02.2020-14.02.2020 ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია
17.02.2020-21.02.2020 ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
24.02.2020-28.02.2020 ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
28.02.2020-29.02.2020 დასაქმების ფესტივალი  (ექსპო ჯორჯია ) 

4. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში 2019 წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე (15-ნიშნა კოდით იდენტიფიცირებული მაღალი რისკის პირების კონფირმაცია შესაძლებელია პირის პირადი ნომრით იდენტიფიცირების გარეშე და იდენტიფიცირება აუცილებელია მხოლოდ ინფიცირების სტატუსის დადასტურების შემთხვევაში), ზიანის შემცირების ქსელს გადავეცით იმ 18 ათასი სკრინინგდადებითი 15-ნიშნა კოდით იდენტიფიცირებული პირების სია ცალკეული დაწესებულებების მიხედვით, რათა მოხდეს ამ პირთა მოძიება და კონფირმაციულ კვლევებში ჩართვა;

5. მომზადდა და ზიანის შემცირების ქსელისათვის მიწოდებული იქნა კითხვარი, რათა მათ ბენეფიციარებში ჩატარდეს გამოკითხვა ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების C ჰეპატიტის სკრინინგულ/მკურნალობის სერვისებში ჩართულობის მოცულობის განსასაზღვრად.

6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოებში ჩვენს მიერ გაიგზავნა ოფიციალური მოთხოვნა მონაცემთა განახლებული ბაზების მოწოდების თხოვნით (ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარების, საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიმღებად რეგისტრირებული პირების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მონაცემთა ბაზები)

ზემოაღნიშნული ბაზების მოწოდების შემთხვევაში ვგეგმავთ მიკროელიმინაციის ღონისძიებების პროცესის დაჩქარებას, ასევე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სკრინინგით მოცვის აქტიური ღონისძიებების ჩატარებას.

პატივისცემით

ხვიჩა