From : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; amiran gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>
Subject : Re: C ჰეპატიტის სკრინინგის ყოველკვირეული ანგარიში
Cc : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Eka Adamia <Eadamia@moh.gov.ge>; Marina Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Lia Gvinjilia <lgvinjilia@gmail.com>; Tinatin Kuchuloria <kuchuloria.tatia@gmail.com>; Irinka Tskhomelidze <irinkatskhomelidze@gmail.com>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Maia Tsereteli <mtsereteli2002@yahoo.com>; Maia Alkhazashvili <m.alkhazashvili@ncdc.ge>; Nazi Chitadze <nazi@ncdc.ge>; kote gvetadze <phdregimer@mail.ru>; Gocha Giorgidze <gocha_ndoba@mail.ru>; kristina chanturidze <kristina.chanturidze@gmail.com>; eka zhorzholiani <ekazhorzholiani1966@gmail.com>; Giorgi Baidoshvili <gi.baidoshvili@gmail.com>; Eteri Kipiani <e.kipiani@ncdc.ge>; Maka Danelia <m.danelia@ncdc.ge>; Maia Japaridze <Maia.Japaridze@finddx.org>; Ketevan Stvilia <stviliak@gmail.com>; Alexander Asatiani <alx.asatiani@gmail.com>
Received On : 09.02.2020 20:53
Attachments :

ქალბატონო თამარ, ბატონო ამირან,

წარმოგიდგენთ, C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშს 9 თებერვლის მდგომარეობით. 

აქვე მოგახსენებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც  გამოჩნდა ინტეგრირებული სკრინინგის თბილისის პროექტის რეალიზაციის ეტაპზე.

მოგეხსენებათ, დარჩენილი 1,0 მლნ პირის C ჰეპატიტზე  გამოკვლევის საქმეში  გადამწყვეტია პირველადი ჯანდაცვის როლი, თუმცა ინტეგრირებული სკრინინგის არსებული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს სოფლის ტიპის დასახლებებში ოჯახის ექიმების მხრივ საკარდაკარო შემოვლას და ადგილზე სკრინინგს, ეფექტური და საკმარისია რეგიონებში სკრინინგებით მოცვის დასახული სამიზნეების მისაღწევად, თუმცა გარკვეული ადაპტირების გარეშე ვფიქრობთ არ იქნება საკმარისი თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, სადაც დარჩენილია გამოსაკვლევი მოსახლეობის დაახლოებით 50-60%. 

ქალაქ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ამ მოდელის ეფექტურობის ასამაღლებლად, გარდა იმ ფინანსური მოტივაციისა, რასაც ითვალისწინებს ინტეგრირებული სკრინინგის პროექტი, სავარაუდოდ საჭიროა გარვეული პასუხისმგებლობის გაჩენა ერთი მხრივ სერვისის მიმწოდებლის, ხოლო მეორე მხრივ ბენეფიციარის მხარეს. კერძოდ:

 ა). საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლის პასუხისმგებლობის გაჩენა - დროის გარკვეულ მონაკვეთში მასთან რეგისტრირებული C ჰეპატიტზე გამოსაკვლევი მოზრდილი მოსახლეობის აქტიური სკრინინგით მოცვა და შესაბამისი ინდიკატორის ჩადება, 2020-2021 წლებში მათთან რეგისტრირებული გამოსაკვლევი მოზრდილი მოსახლეობის 50-50%-ით მოცვის დავალდებულება, რაც შეიძლება გახდეს  პჯდ დაწესებულებებისათვის ერთ-ერთი დამატებითი კრიტერიუმი 2020 წლის მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად; 

ბ). საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიმღებ პირთა მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობის გაჩენა, ვინც არ ჩაიტარებს უფასო სკრინინგს C ჰეპატიტზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ამ ვადის გასვლის შემდგომ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობის სრულად (სანამ არ ჩაიტარებს სკრინინგს) ან ნაწილობრივ (დაფინანსების სხვა კატეგორიაში გადაყვანა) შეზღუდვის გზით. 

გ) ვალდებულების გაჩენა კერძო სადაზღვევო კომპანიების მხარეს, რათა მათ უზრუნველყონ დაზღვეულების სკრინინგებით მოცვა, 2021 წლის 1 იანვრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვადის გასვლის შემდგომ დაზღვეულების C ჰეპატიტზე დიაგნოსტიკა/მკურნალობისათვის (მსგავსი საჭიროების დადგომის შემთხვევაში) საჭირო ხარჯების მათ მხარეს გადატანა. 

ასევე წარმოგიდგენთ,  FIND-ის მიერ დაფინანსებული C ჰეპატიტზე სკრინინგდადებითი პირების შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვის პროექტის შედეგებს, 9 თბერევლის მდგომარეობით სულ დაკონფირმირებულია 948 პირი, რომელთაგან ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 513 პირს.

პატივისცემით

ხვიჩა