ქალბატონო თამარ, ბატონო ამირან,
წარმოგიდგენთ, C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშს 23 თებერვლის მდგომარეობით.
აღნიშნულ ანგარიშთან ერთად დამატებით წარმოგიდგენთ:
1. დევნილთა ბაზის დამუშავების შედეგად სკრინინგით მოცვის მაჩვენებლებს დევნილებში - ამ ჯგუფში დაფიქსირებულია ანტისხეულდადებითი პირების ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ორივე სქესში საშუალოდ 16%, ხოლო მამაკაცებში 25%, რაც საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონთან მიმართებაში დაზიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2. თბილისის ამბულატორიულ დაწესებულებებში რეგისტრირებული ბენეფიციარების სკრინინგებით მოცვის მაჩვენებლები.
3. რეგიონების/რაიონების მიხედვით მოცვის მაჩვენებლები. ასევე, ფაქტიური საცხოვრებელი მისამართის მიხედვით დასკრინული დევნილების სკრინინგის მონაცემების ჩათვლით რეგიონების სკრინინგებით მოცვის ჯამური მონაცემები (ამ შემთხვევაში განხორციელებულია მექანიკური დაჯამება, ხოლო მონაცემთა ბაზების დეტალური დამუშავების შედეგად წარმოდგენილი იქნება დაზუსტებული მონაცემები)
4. FIND-ის მიერ დაფინანსებული C ჰეპატიტზე სკრინინგდადებითი პირების შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვის პროექტის შედეგები, 23 თბერევლის მდგომარეობით
მოძიებულია 3,646 პირი (51%). აქედან, 2,619 პირი (71,8%) რეფერირებულია ან უკვე ჩართულია კონფირმაციულ კვლევაში, ხოლო 1,027 პირს (28,2%) საცხოვრებელი მისამართი შეცვლილი აქვს ან გასულია ქვეყნიდან.
დაკონფირმირებულია 1647 პირი (მოსაძიებელთა 23%, მოძიებულ პირთა 63%)
კონფირმაციით დადასტურდა 878 შემთხვევა (53%).
პატივისცემით
ხვიჩა