ქალბატონო თამარ, ბატონო ამირან,
წარმოგიდგენთ, C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშს 22 მარტის მდგომარეობით.
კორონავირუსის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო შემცირდა C ჰეპატიტის სკრინინგის კუთხით წინა წლებში აღებული ტემპები:
1. პრაქტიკულად შეწყდა ინტეგრირებული სკრინინგის პროექტი რეგიონებში;
2. დაიხურა იუსტიციის სახლებში არსებული სკრინინგკუთხეები და ჩვენი თანამშრომლების ნაწილი გადაერთო ცხელ ხაზზე მომატებული ზარების საპასუხოდ, ხოლო ნაწილი მიმაგრებული იქნა რეგიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე;
3. შემცირდა სკრინინგდადებით პირთა მოიძიება/კონფირმირებისა და მკურნალობაში ჩართვის ღონისძიებები. დღეისათვის, სულ დაკონფირმირებულია 2,373 ანტისხეულდადებითი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 47,5%) და კონფირმაციით გამოვლენილი ანტიგენდადებითი 1,265 ბენეფიციარიდან, მკურნალობაში ჩართული იქნა 291 პირი.
იგივე მდგომარეობა გვაქვს ცენტრის მიერ ადმინისტრირებად ყველა სხვა პრევენციულ პროგრამებში: იმუნიზაცია, კიბოს სკრინინგი, სისხლის დონაციები და ა.შ.
პატივისცემით
ხვიჩა