From : Amiran Gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>
To : Marina Topuridze <topuridzemarina@gmail.com>
Subject : Re: კრეატიული აქტივობები
Cc : Ekaterine Lomidze <ekalomi@gmail.com>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Lela Kvachantiradze <l.kvachantiradze@ncdc.ge>; George Bakhturidze <iayd@yahoo.com>; Giorgi Magradze <magio7@gmail.com>; Eka Khundadze <eka.khundadze@gmail.com>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; GHPEF Georgia <ghpef.georgia@gmail.com>; Aleko Turdziladze Gmail <turdziladze@gmail.com>; Khvicha Getia <Kh.getia@ncdc.ge>; Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; Maia Tsereteli <mtsereteli2002@yahoo.com>; Sofo Sikharulidze <s.sikharulidze@ncdc.ge>
Received On : 18.12.2019 07:44

აღარ გინდათ ამდენი განხილვა, შეუდექით მოქმედებას,თბილისი ახლა მთავარია.

ამირანი

On Wed, 18 Dec 2019, 5:46 am Marina Topuridze, <topuridzemarina@gmail.com> wrote:
სალამი ეკა და კოლეგებო,

ბოლო შეხვედრაზე აღნიშნული აქტივობები განვიხილეთ. ჩამოთვლილი ცნობადი სახეების ჩართულობა ნამდვილად მნიშვნელოვანია. 

თუ კოლეგებისთვისაც მისაღებია აქციის ფორმატი, მნიშვნელოვანია დროულად გავიაროთ ტექნიკური დეტალები და რა მხარდაჭერა იქნება საჭირო ცენტრის მხრიდან.

სკრინინგის მანქანებს რაც შეეხება, ხვიჩა გეთიას ვთხოვთ აქციის დღისათვის იქნებ მოხდეს ერთდროულად რამოდენიმე ბრიგადის მობილიზება (მ.შ. ზიანის შემცირების ქსელის?)

დასაზუსტებელია ლოკაციები, აღნიშნულ ლოკაციებზე სკრინინგის მანქანის განთავსების საშუალება/ნებართვა და თითოეულ ლოკაციაზე აქციის ხანგრძლივობა. რა ვიზუალურ მასალას გამოვიყენებთ? 

შეგახსენებთ გვაქვს ბეჭდური საინფორმაციო მასალა, ხელში დასაჭერი მცირე პოსტერები, შტენდერები (მ.შ. ჰეპატიტის დღის დიდი), კარავი და მორჩენილი საპრომოციო ნივთები (მაისურები, დროშები). 

პატივისცემით


მარინა (მაკო) თოფურიძე




On Wed, Dec 18, 2019, 01:27 Ekaterine Lomidze <ekalomi@gmail.com> wrote:
გამარჯობა

ამ დროისთვის გთავაზობთ შემდეგს: ელიავას ბაზრობაზე და 4 ყველაზე ხალხმრავალ მეტროს გამოსასვლელთან პრომო აქციას ცნობადი სახეების და განაკურნებული პაციენტების მონაწილეობით. "ცნობილები" და ყოფილი პაციენტები  ჩვენთან ერთად დაარიგებენ ფლაერებს და გაესაუბრებიან მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში წაუწერენ ავტოგრაფებს წარწერით, შენც დაამარცხე C, ან გაიკეთე სკრინინგი. ამ დროისთვის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი, ცნობილი მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, ტელეწამყვანები ნანიკო ხაზარაძე, ნიკა წულუკიძე, ირაკლი მაისურაძე. მოლაპარაკება მიდის სხვებთანაც და ვიმედოვნებთ, მეტი შემოგვიერთდება. აქციას გააშუქებენ საინფორმაციო გამოშვებები ( თუ მაგ დროისთვის რაიმე ხელისშემშლელი პოლიტიკური ქაოსი არ იქნება, სადაც ყველა კამერას უშვებენ და სხვა ამბავი თითქოს არც ხდება), გადავიღებთ ფეისბუქ ლაივს, ფოტოებს, ვიდეოებს, ვლოგს და გავაზიარებთ როგორც საკომუნიაციო გვერდის, ისე საკუთარ ფბ გვერდებზე. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს მიერ მოწოდებული ფორმატი მოგეწონებათ ან რჩევებს მოგვცემთ და მეტი ეფექტურობისთვის დაგვეხმარებით. ელიავას ბაზრობაზე დაგვჭირდება სკრინინგმობილის ორგანიზება. ვფიქრობთ, ამ სკრინინგ მობილს ასევე გავიყოლებთ სხვა ლოკაციებზეც, თუნდაც ორ მეტროსადგურთან. 

ეკა.  

პარ, 13 დეკ. 2019, 23:22-ში Ekaterine Lomidze-მა <ekalomi@gmail.com> დაწერა:
გამარჯობა. 
სხვა, უფრო მცირე ჯგუფურ წერილში თქვენ მოიწერეთ: "დღეს, ბ-ნ ამირანთან შეხვედრის დროს გავიარეთ C ჰეპატიტის კამპანიის კრეატიული აქტივობის საკითხიც. ნიკოლოზ რაჭველის თემა ალბათ უკვე ძალიან დაგვიანებულია, ფიზიკურად ვერ მოესწრება, მასაც უკვე გაწერილი ექნება განრიგი. 

ბ-ნმა ამირანმა შემოგვთავაზა თბილისში ხალხმრავალ 5 ლოკაციაზე (ძირითადად დიდ სავაჭრო მოლებსა და ბაზრობებზე...) საპრომოციო აქტივობის განხორციელება, საინფორმაციო მასალის დარიგება, გზავნილების მიწოდება, აქციების მუსიკალური გაფორმება ყურადღების მისაქცევად. შესაძლებელია სკრინგინგ კუთხის მოწყობაც პარალელურად). თბილისში 5 პოლიკლინიკაში იწყება ინტეგრირებული სკრინინგი და ამ თემის ინტეგრირებაც შესაძლებელია. 

ეს არის ძალიან ზოგადი მონახაზი, რომლის დამუშავებას და შეფუთვას ველით თქვენგან..." 

დღეს შევეცადეთ შეგვექმნა სურათი არსებული სიტუაციის მიხედვით. თუ თქვენს წერილს მივყვებით, გვაქვს შემდეგი მდგომარეობა. ნიკა რაჭველთან რომ დაგვიანდებოდა, ეს ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით, როდესაც ჩვენი შემოთავაზებული წინადადება უარყავით და ფილარმონიაში ოქიტაშვილის "გუნდის" ნაცვლად ნიკა რაჭველთან ან ვატო კახიძის ორკესტრთან ერთად წარმოდგენის დაორგანიზება შემოგვთავაზეთ. მიუხედავად ამისა, მეორე დღესვე დავიწყეთ მოქმედება, თუმცა, გაირკვა, რომ ნიკა საქართველოში არ იყო და ბრუნდებოდა თითქმის იმავე დროს, როდესაც ბატონი ამირანი. მან თქვა, რომ თვითონ დაუკავშირდებოდა ბატონ ამირანს, მაგრამ როგორც ჩანს, "განრიგი გაწერილი" აქვს და უარი რომ არ ეთქვა, საერთოდ არ დარეკა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ვატო კახიძის ორკესტრის დაქირავება 50 000 ლარიდან ღირს. ჩვენ ვერ ვნახეთ კაცი, რომელიც ეტყოდა, რომ უფასოდ დაეკრათ თუნდაც იმდენად მნიშნველოვანი პროექტისთვის, როგორიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტია. 
რაც შეეხება დიდ სავაჭრო მოლებს, 20 იანვრამდე წინააღმდეგი არიან ასეთი ღონისძიებების მათ ტერიტორიაზე გამართვის. იმდენი სარეკლამო თემაა, იმდენი მოთხოვნაა და ყველა ადგილი ისეთი დაკავებულია, ვერანაირ სკრინინგ კუთხეს ვერ მოგაწყობინებთო. ვერც მუსიკას ჩაგართვევინებთ და ვერც ვერაფერს დაგარიგებინებთ, მთლიანად ახალი წლის თემატიკამ უნდა იტრიალოსო. მეტიც, გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მათ რამდენიმე თვის წინ მიმართა სხვამ, არ გვახსოვს ჯანდაცვის სამინისტროდან, თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდანო, მაგრამ ნამდვილად გვახსოვს, რომ მოგვმართეს სკრინინგის პოპულარიზაციისთვისო და მაშინაც უარი ვუთხარითო. 

შეგახსენებთ, ჩვენ გვქონდა შემოთავაზება, მეტროსადგურებში გაგვეკეთებინა იგივე ფორმატის ღონისძებები. ამისთვის მზად იყო მერიის სატრანსპორტო სამსახური და მყისიერად დახმარებაც აღგვითქვეს, თუმცა, თქვენ იდეა დაგვიწუნეთ. არადა, 7 მეტროსადგურში განზრახული გვქონდა ცნობილი ქართველები მიგვეყვანა, მათ მოეწოდებინათ ხალხისთვის სკრინინგის აუცილებლობის შესახებ, ეს გაშუქდებოდა ტელევიზიით, გაკეთდებოდა ფბ ლაივები სხვადასხვა სადგურიდან. წინა დღით მერია დაანონსებდა, რომ ისინი უერთდებიან საკომუნიკაციო პროგრამას და ყველას სთხოვენ მათი ჯანმრთელობის გადასარჩენად გაიკეთონ სკრინინგი. ეს ყველაფერი მოგწერეთ თავის დროზე. 
ასევე შემოგთავაზეთ იდეა ფილარმონიაში ცნობილ, განკურნებულ მომღერებლთან და სხვებთან ერთად საღამოს გამართვის, სადაც ბატონი ამირანი, ჯანდაცვის მინისტრი ან მოადგილე იმ ხალხს გამოაცხადებდა პროგრამის ელჩებად...
სამწუხაროდ, ფაქტობრივად ორი თვე დაიკარგა მიკომუნიკაციაში და ჩაგვეშალა კრეატიული აქტივობა, რადგან 20 დეკემბრამდე ფაქტობრივად წარმოუდგენელია რაიმეს დაგეგმვა და განხორციელება. ამან შედეგად მოიტანა ის, რომ სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშა აღმოჩნდა ჩვენი ორგანიზაცია. 
 

ხუთ, 12 დეკ. 2019, 11:40-ში Marina Topuridze-მა <topuridzemarina@gmail.com> დაწერა:
ქალბატონო თამარ და კოლეგებო,

პირველ რიგში მადლობა რომ დაინტერესდით თემით და პირადად ჩაერთეთ კომუნიკაციაში. მოგახსენებთ, რომ კონტრაქტორს მიეწოდა ბატონი ამირანისა  და C ჰეპატიტის ელიმინაციის სამუშაო ჯგუფის მიერ კონკრეტული ხედვა და დავალება საკომუნიკაციო აქტივობის ფორმატსა და შინაარსზე.

მ.შ. "ფილარმონიის დარბაზში (ლოკაცია რომელსაც კონტრაქტორი გვთავაზობს) ჩატარდეს ჰეპატიტისადმი მიძღვნილი კონცერტი ნიკოლოზ რაჭველის ან შესაძლოა ვახტან კახიძის ხელმძღვანელობით. ბატონი ამირანი მზადაა თავადაც ესაუბროს ნიკოლოზს თუ დაორგანიზდება შეხვედრა (7 დეკემბრის შემდგომ). კონცერტზე კარგი იქნება თუ სხვა მომღერლების და მ.შ. ჰეპატიტისგან განკურნებული მომღერლების და ცნობადი სახეების გამოყვანა და კამპანიის ელჩების სტატუსის მინიჭება მოხდება. აქვე გთხოვ მოგვაწოდ სია ცნობადი სახეების (არაა აუცილებელი მხოლოდ განკურნებული პაციენტების) ვისი ჩართვაც თქვენი აზრით მნიშვნელივანი იქნება კამპანიისათვის მ.შ. სხვა სფეროს წარმომადგენლების, როგორიცაა სპორტსმენების და ა.შ."

მივიღებთ თქვენს შემოთავაზებას სამუშაო შეხვედრაზე. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ფიზიკურად გამიჭირდება დღეს დასწრება, თუმცა ცენტრიდან აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას კომუნიკაციის ჯგუფის სხვა წარმომადგენელი. 

კიდევ ერთხელ მადლობა ჩართულობისათვის. 

პატივისცემით,

მარინა თოფურიძე

On Thu, Dec 12, 2019, 10:37 Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> wrote:

ძვირფასო მარინა

თვალს ვადევნებ ამ კომუნიკაციას, თუმცა მართალი გითხრათ ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის ვისგან ელოდებით თანხმობას კრეატიული გეგმის თაობაზე და ვინ უნდა გიპასუხით თუ როგორ მოიქცეთ კრეტაიული აქტივობის თაობაზე მიმდინარე პროექტის ფარგლებში.  ამგვარ ფორმატში კომუნიკაციის გაგრძელებაში უბრალოდ დრო იკარგება და თუ სამინისტროს მხრიდან გჭირდებათ კონკრეტულ იდეაზე მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერის ფორმალიზაცია გთხოვთ გადავიტანოთ ეს ყველაფერი სამუშაო შეხვედრის რეჟიმში.

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

cid:image001.jpg@01D4EA01.F8292560

 

 

 

From: Marina Topuridze <topuridzemarina@gmail.com>
Sent: Wednesday, De
cember 11, 2019 6:19 PM
To: Ekaterine Lomidze <ekalomi@gmail.com>
Cc: Lela Kvachantiradze <l.kvachantiradze@ncdc.ge>; George Bakhturidze <iayd@yahoo.com>; Giorgi Magradze <magio7@gmail.com>; Eka Khundadze <eka.khundadze@gmail.com>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; GHPEF Georgia <ghpef.georgia@gmail.com>; Aleko Turdziladze Gmail <turdziladze@gmail.com>; Khvicha Getia <Kh.getia@ncdc.ge>; Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; Maia Tsereteli <mtsereteli2002@yahoo.com>; Sofo Sikharulidze <s.sikharulidze@ncdc.ge>
Subject: Re:
კრეატიული აქტივობები

 

სალამი ეკა და კოლეგებო,

 

სამწუხაროდ ავადმყოფობის გამო ფიზიკურად არ ვიმყოფებ სამსახურში. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ნიკა რაჭველი არ დაკავშირებია ბატონ ამირანს. იქნებ დააზუსტოთ, რამდენად სწორი ინფორმაციას ფლობთ.

 

პატივისცემით,

 

 

 

 

 

 

On Wed, Dec 11, 2019, 16:55 Ekaterine Lomidze <ekalomi@gmail.com> wrote:

გამარჯობა

გთხოვთ, გვიპასუხოთ, როგორ მოვიქცეთ კრეატიულ ღონისიძებასთან დაკავშირებით. საერთოდ უნდა შევეშვათ, თუ შედგა კომუნიკაცია ნიკასა და ბატონ ამირანს შორის

 

ორშ, 9 დეკ. 2019, 15:18-ში Ekaterine Lomidze-მა <ekalomi@gmail.com> დაწერა:

გამარჯობა

 

ამ დროისთვის ასეთი მდგომარეობაა. ნიკა რაჭველი საქართველოში არ იყო, ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ დავბრუნდები, მე თვითონ დავუკავშირდები ბატონ ამირანსო. შესაძლოა, დაუკავშირდა კიდეც. ვატო კახიძის ორკესტრის დაქირავება 50 000 ლარიდან ზემოთ ღირს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება.

ძალიან მწირია იმ ცნობადების სია, ვინც განიკურნა С ჰეპატიტისგან. კლინიკები შიშობენ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემას. გვეუბნებიან, რომ ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროსაც კი ძალიან შეზღუდულად აწვდიან. ზუსტად ვიცით, რომ დაავადება ჰქონდათ და განიკურნენ ანზორ ერქომაიშვილი, თემურ თათარაშვილი, დათო ევგენიძე და ზურაბ ყიფშიძე

თუ თქვენთვის მისაღებია, ფორმატი, რომელიც ჩვენ შემოგთავაზეთ კრეატიულ ღონისიძებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დროულად გვაცნობოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დრო იმდენად ცოტა დარჩა, რომ ფიზიკურად განხორციელება შეუძლებელი იქნება.  

 

ხუთ, 28 ნოე. 2019, 18:03-ში Marina Topuridze-მა <topuridzemarina@gmail.com> დაწერა:

ძვირფასო კოლეგებო,

 

დღეს TAG ექსპერტთა რეკომენდაციების განხილვისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გავიარეთ .. ჰეპატიტის  წლევანელი კამპანიის დარჩენილი აქტივობები და გავაცანით კონტრაქტორის ჯგუფის ბოლო შემოთავაზებაც

 

ბატონი ამირანის შეხედულებით კარგი იქნება თუ მოხერხდება მაგალითად ფილარმონიის დარბაზში (ლოკაცია რომელსაც კონტრაქტორი გვთავაზობს) ჩატარდეს ჰეპატიტისადმი მიძღვნილი კონცერტი ნიკოლოზ რაჭველის ან შესაძლოა ვახტან კახიძის ხელმძღვანელობით. ბატონი ამირანი მზადაა თავადაც ესაუბროს ნიკოლოზს თუ დაორგანიზდება შეხვედრა (7 დეკემბრის შემდგომ). კონცერტზე კარგი იქნება თუ სხვა მომღერლების და .. ჰეპატიტისგან განკურნებული მომღერლების და ცნობადი სახეების გამოყვანა და კამპანიის ელჩების სტატუსის მინიჭება მოხდება. აქვე გთხოვ მოგვაწოდ სია ცნობადი სახეების ვისი ჩართვაც თქვენი აზრით მნიშვნელივანი იქნება კამპანიისათვის .. სხვა სფეროს წარმომადგენლების, როგორიცაა სპორტსმენების და ..

 

 

 

 

 

პატივისცემით,

 

On Tue, Nov 26, 2019, 22:20 Ekaterine Lomidze <ekalomi@gmail.com> wrote:

გამარჯობა

 

კრეატიული ღონისძიების შესახებ მორიგ იდეას გთავაზობთ

დავით ოქიტაშვილის და კულტურის პალატასთან ერთობლივი ორგანიზებით, ფილარმონიის ჰოლში მასშტაბური ღონისძიების მოწყობა. კერძოდ, ცნობადი სახეების მოწვევა, რომლებიც დაავადებული იყვნენ C ჰეპატიტით და განიკურნენ. ისინი მადლიერებას გამოხატავენ ელიმინაციის პროექტის გამო. მაგალითად, თემურ თათარაშვილი, რომელიც ინფიცირებული იყო, მოსკოვიდან იმიტომ დაბრუნდა, რომ აქ ემკურნალა უფასოდ. დატოვა კარიერა და ჯანმრთელობაზე გააკეთა არჩევანი, რათა უფასოდ ემკურნალა. თემური და სხვები საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ დაკარგონ დრო და პირველ რიგში დროულად ჩაიტარონ სკრინინგი, დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში კი დროულად იმკურნალონ

 

ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, პარლამენტის და მთავრობიდან მოწვეული სხვა სტუმრები, ერთგვარად შეჯამდება ელიმინაციის პროგრამის შედეგები, ითქმება 2020 წლის გამოწვევის შესახებ და ცნობად სახეებს, ელჩებად გამოაცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილე, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი

 

ღონისძიება გაპიარდება მედიის მიერ

 

ჰოლში 500-მდე ადამიანი ეტევა. შეგვიძლია რეგიონიდან ექიმები მოვიწვიოთ, რომლებმაც ადგილობრივად პაციენტების დაინტერესებასა და მკურნალობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ასევე უნდა მოვიწვიოთ სხვა, განკურნებული პაციენტები.კორპორატიული ორგანიზაციები, რომლებმაც "აღთქმა" უნდა დადონ, რომ ყველა თავის თანამშრომელს დააინტერესებენ ელიმინაციის პროექტში ჩართვის აუცილებლობით

ამ ღონისძიებით სამედიცინო საზოგადოებას სტიმული უნდა მიეცეს, რომ გაათკეცებულად იმუშაოს მოქალაქეების გასათვითცნობიერებლად, სკრინინგზე და მკურნალობის პროგრამაზე მისაზიდად. საზოგადოება კი, რომელიც დღემდე თავს იკავებს როგორც სკრინინგზე, ისე მკურნალობაზე, უნდა მიხვდეს, რომ ეს პროგრამა რეალურად მათთვის არის, მათი სიცოცხლის გადასარჩენად

 

 მომზადდება ფურშეტი, გამაგრილებელი სასმელები და C ჰეპატიტის წლევანდელი საკომუნიკაციო პროგრამის სიმბოლოიანი დიდი ტორტი, რომელსაც დაეწერება შენC გაიკეთე სკრინინგი, შენC იმკურნალე, შენC დაამარცხე C. 

 

იდეის მოწონების შეთხვევაში სცენარი თქვენი შენიშვნების და რჩევების შესაბამისად დაიხვეწება

 

გმადლობთ.    

 

 

 

ორშ, 25 ნოე. 2019, 22:16-ში Ekaterine Lomidze-მა <ekalomi@gmail.com> დაწერა:

გამარჯობა.

 

ვწუხვარ, მაგრამ ასე უნდა დავიწყო, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენთან პასუხის გაცემას დაჭირდა  ზუსტად ორი კვირა, შესაბამისად ეს ორი კვირა დაიკარგა არაფერში. დარჩენილ სამ კვირაში ფაქტობრივად წარმოუდგენელია რაიმე სერიოზულის განხორიციელება, თუმცა, ვეცდებით "სასწაულის" შესახებ იდეა მოგაწოდოთ

 

 

ორშ, 25 ნოე. 2019, 17:22-ში Lela Kvachantiradze-მა <L.Kvachantiradze@ncdc.ge> დაწერა:

გიორგი და კოლეგებო, მოგესალმებით,

 

ვინაიდან მეტრო-სადგურებში C ჰეპატიტის სკრინინგის იდეა აღარ განიხილება, ასევე რთულია კარვების იდეის განხორციელება ამ ეტაპზე, გთხოვთ, გაგვიზიაროთ ახალი იდეა ან გეგმა C ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიის კრეატიული კონცეფციის ფარგლებში, რათა, თანხმობის შემთხვევაში, დროულად მოხდეს მისი განხორციელება. სამწუხაროდ, დრო ძალიან ცოტა გვაქვს.

 

ველით თქვენს მოსაზრებებს, წინადადებებს.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ლელა

 

 

From: Marina Topuridze [mailto:topuridzemarina@gmail.com]
Sent: Monday, November 11, 2019 15:03
To: Eka Khundadze
Cc: Khvicha Getia Gmail; GHPEF Georgia; Aleko Turdziladze Gmail; Khvicha Getia; Ekaterine Lomidze; Giorgi Magradze; Lela Kvachantiradze Yahoo; Lela Kvachantiradze; Lela Sturua; Lela Sturua; Nino Mamaladze; Amiran Gamkrelidze; Irma Khonelidze
Subject: Re:
კრეატიული აქტივობები

 

სალამი ეკა,

 

სამწუხაროდ მეტრო სადგურებში სკრინინგის ორგანიზების საკითხი რიგი ტექნიკური და პროცედუალური მხარის გათვალისწინებით იქნა უარყოფილი დირექტორის მიერ. შესაბამისად აღარ განიხილება.   


პატივისცემით,

 

Marina Topuridze, MD, MS.
Chief Specialist, Health Promotion Division
National Center for Disease Control & Public Health

99 Kakheti Highway  Tbilisi,  Georgia (0198)

Web.: www.ncdc.ge
Tel:  +995 591 706781

 

Like us on Facebook.com/

HealthPromotionGeorgia
Follow us on Twitter.com/NCDCGeorgia
Read us on ncdcgeorgia.wordpress.com

 

 

On Mon, Nov 11, 2019 at 2:58 PM Eka Khundadze <eka@comshi.ge> wrote:

მაკო, გამარჯობა,

 

უარყოფის მიზეზი შეიძლება გვითხრათ? იქნებ მეტი დეტალის დაზუსტება იყო საჭირო? 

ან კარვების იდეაზე, რახან თქვენ იყავით მომხრე, გვემუშავა? 

მეტ ინფორმაციას თუ მოგვცემთ, უფრო ჩამოვყალიბდებოდით ან საერთოდ აღარ განიხილება ეს საკითხი?

 

მადლობა,

 

Eka Khundadze

Partner

 

"Comshi" Ltd

Communication Agency

#51 Titsian Tabidze str., Tbilisi, Georgia

Tel: +995 32 230 85 64

Mob: +995 595 92 77 93

email: eka@comshi.ge

COMSHI_logo_PRINT-01

 

From: Marina Topuridze [mailto:topuridzemarina@gmail.com]
Sent: Monday, November 11, 2019 11:27 AM
To: Eka Khundadze
Cc: Vladimer Getia; GHPEF Georgia; Alexander Turdziladze; Khvicha Getia; Ekaterine Lomidze; Giorgi Magradze; Lela Kvachantiradze; Lela Kvachantiradze; Lela Sturua; Lela Sturua; Nino Mamaladze; Amiran Gamkrelidze; Irma Khonelidze
Subject: Re:
კრეატიული აქტივობები

 

სალამი ეკა და კოლეგებო,

 

C ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში კრეატიული აქტივობის იდეა - მეტროში ჰეპატიტზე სკრინინგის აქცია განხილული და უარყოფილი იქნა ბატონი ამირანის მიერ

 

პატივისცემით

 

Marina Topuridze, MD, MS.
Chief Specialist, Health Promotion Division
National Center for Disease Control & Public Health

99 Kakheti Highway  Tbilisi,  Georgia (0198)

Web.: www.ncdc.ge
Tel:  +995 591 706781

 

Like us on Facebook.com/

HealthPromotionGeorgia
Follow us on Twitter.com/NCDCGeorgia
Read us on ncdcgeorgia.wordpress.com

 

 

On Thu, Nov 7, 2019 at 4:33 PM Eka Khundadze <eka@comshi.ge> wrote:

მოგესალმებით, მეგობრებო,

 

როგორც ბოლო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, კრეატიული აქტივობის კიდევ ერთ კონცეფციას შემოგთავაზებთ. ეს არის უფრო მეტად პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა, რომელმაც უნდა გაზარდოს სკრინინგის რაოდენობა.

იდეა არის ის, რომ რადგან მაინც პრობლემაა სკრინინგზე ხალხის მოყვანა, ჩვენ მივიდეთ მათთან დასასკრინად. ამისთვის შევარჩიეთ ყველაზე ხალხმრავალი ადგილი  - მეტრო, რომელიც დღის განმავლობაში ატარებს 400-450 ათას მგზავრს.   

კონცეფციის დეტალები გაწერილია თანდართულ ფაილში და შეგიძლიათ გაეცნოთ.

ასევე, მერიის  შესაბამის სამსახურთან უკვე შედგა კომუნიკაცია ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობაზე, ეკა ლომიძე აწარმოებს მოლაპარაკებებს სატრანსპორტო სამსახურთან. საჭირო იქნება თქვენი თანხმობა, რომ დეტალური განცხადებით მივმართოთ მათ ნებართვისთვის.

 

რაც შეეხება კარვების იდეას, ვფიქრობთ უფრო რთულია მისი განხორციელება, რადგან კარვების დადგმა მოითხოვს 24 საათიან რეჟიმში მათ მეთვალყურეობას (დაცვა და ლოჯისტიკა), ასევე კარავში ხალხი თავისით არ შემოვა და უნდა ვეცადოთ მათ შემოყვანას, ამისთვის დამატებით გარე პერიმეტრზე უნდა იმოძრაოს მობილურმა ჯგუფმა, ასევე რთული იქნება კარვების განთავსებისთვის ნებართვის მიღება მერიისგან და ვფიქრობთ, ეს დროში საკმაოდ გაწელავს პროცესს. და კიდევ,  სამხედრო კარავს ექნება ნეგატიური ეფექტიც, შესაძლოა უარყოფით კონტექსტში აღიქვას მოსახლეობამ და იძულების ფორმად ჩაითვალოს (ისედაც არ გვაქვს ამ მიმართულებით კარგი ფონი სტიგმების სახით)

 

მოკლედ, ჩვენ მზად ვართ განხილვისთვის, თუ რამე შეკითხვა გექნებათ. თუ არა, მაშინ ეკა დეტალებს შეგითანხმებთ.

 

მადლობა,

Eka Khundadze

Partner

 

"Comshi" Ltd

Communication Agency

#51 Titsian Tabidze str., Tbilisi, Georgia

Tel: +995 32 230 85 64

Mob: +995 595 92 77 93

email: eka@comshi.ge

COMSHI_logo_PRINT-01

 

From: Marina Topuridze [mailto:topuridzemarina@gmail.com]
Sent: Tuesday, October 29, 2019 11:54 AM
To: Vladimer Getia
Cc: GHPEF Georgia; Alexander Turdziladze; Khvicha Getia; Ekaterine Lomidze; Giorgi Magradze; Lela Kvachantiradze; Lela Kvachantiradze; Lela Sturua; Lela Sturua; Nino Mamaladze; Amiran Gamkrelidze; Irma Khonelidze; Eka Khundadze
Subject: Re:
კრეატიული აქტივობები

 

ხვიჩა და კოლეგებო,

 

გთავაზობთ, ხუთშაბათს 16:00 საათს. დრო მისაღებია ლელა სტურუასა და  ჩემთვის. სამინისტროს პიატსაც მივწერე თუმცა პასუხი არ მიმიღია.

 

პატივისცემით,

 

On Tue, Oct 29, 2019, 11:38 Vladimer Getia <khgetia@gmail.com> wrote:

ბატონო გიორგი, მაკო, ლელა

 

მე ამ კვირაში შემიძლია შეხვედრაში მონაწილეობა, თუ გადაწყვეტთ, გთხოვთ, გამაგებინოთ, წლის ბოლოა და გადაწყვეტილებები დროულადაა მისაღები.

 

პატივისცემით

 

ხვიჩა

 

 

პატივისცემით,

ვლადიმერ გეთია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი

მობ: +995 (5) 91 41 59 55

ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge" rel="noreferrer noreferrer noreferrer noreferrer" target="_