From : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; gtsotskolauri@moh.gov.ge
Subject : ც ჰეპატიტის ელექტრონული სისტემის მხარდაჭერის მდგრადობის საკითხი
Cc : Tengo Abazadze <tengoabazadze@gmail.com>; Irakli tabatadze <Itabatadze@ssa.gov.ge>; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Magda Naskidashvili <mnaskidashvili@ssa.gov.ge>
Received On : 24.02.2020 10:29

მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ბატონო გიორგი,

როგორც მოგეხსენებათ ც ჰეპატიტის მკურნალობის, მარაგების მართვის და მონაცემთა მართვის ანალიტიკური  სისტემების დღეს ფუქნციონირებადი  ვერსიები შექმნილია ამერიკის სიდისის შუამდგომლობით და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. პროგრამის ფაქტიური დეველოპმენტი და დანერგვა მოხდა კომპანია კონსალტინგი და აიტი ინოვაციების მიერ.

ზემოაღნიშნული სისტემები ფუნქციონირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 2018 წლიდან, რომელთა  მეშვეობითაც სოციალური მომსახურების სააგენტო მართავს სხვადასხვა ბიზნეს პროცესებს, რაც არის დაკავშირებული აღნიშნული დაავადების მკურნალობის პროცესების მართვასთან.

ვინაიდან მონაცემთა ბაზებში რეალურ დროში მიმდნარეობს მონაცემების შეტანა და ამავდროულად ხდება მისი პერიოდული განახლებები (როგორც ადმინისტრაციული ისე ტექნიკური მიზნებიდან გამომდინარე), სისტემის სამართავად სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან 2019 წელს დაკონტრაქტებული იქნა 2 ადამიანი (სისტემის შემქმნელები), რომელთაგანაც ერთ ერთი (გოგა გოგოლაური) გადავიდა სამუშაოდ კერძო ბანკში და შესაბამისად დაწერა განცხადება სამუშაოდ წასლის შესახებ, რომლის კონტრატის ვადაც იწურება 2020 წლის თებერვალს. იმისათვის რომ არ შეფერხდეს სისტემის ფუნქციონირება, გოგა გოგოლაურის ჩასანაცვლებლად გამოყოფილი იქნა სხვა დეველოპერი (ნიკა ხვიჩია), რომელმაც თებერვლის შუა რიცხვებში სოციალური მომსახურების სააგენტოს კადრებში დაწერა განცხადება რათა დასაქმდეს გოგა გოგოლაურის პოზიციაზე 2020 წლის 1 მარტიდან.

 

გთხოვთ თქვენს დროულ რეაგირებას, რათა ნიკა ხვიჩია დანიშნული იყოს აღნიშნულ პოზიციაზე 2020 წლის 1 მარტიდან იმისათვის რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ტექნიკური სამუშაოების სისტემის გარშემო და არ შეიქმნას საფრთხე აღნიშნული სისტემების მდგრადობზე.

 

პატივისცემით,

ალეკო ტურძილაძე