From : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : სოცთან შესათანხმებელი საკითხები
Received On : 26.02.2020 14:15

თამარ,

მოკლედ ასეთი მდგომარეობაა:

1.      ც ჰეპატიტის მკურნალობის სისტემა

აღნიშნული სისტემა არის სიდისის შუამდგომლობით დაფინანსებული სისტემა. მე-3 ჯერ დაიწერეა რეალურად რაც ეხლა მოქმედებს, ვინაიდან პირველი და მეორე ვერსია რაც იყო დაწერილი სიდისის მიერ შეფასებული იქნა ძალიან უარყოფითად და დათანხმდნენ რომ კიდევ ერთხელ მოეპოვებინათ ფული.

ეს მე-3 ვერსია დაიწერა ჩემი უშუალო კოორდინაციით და სრულად მართავს მთლიან ბიზნეს პროცესს და დაკავშრიებულია ბევრ სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან (სკრინინგის მოდული, ლაბორატორიის სისტემა, მარაგების მართვა, ანალიტიკა და ა.შ) საკმაოდ დიდი სისტემაა.

როდესაც საქმე მიდგა სისტემის სოცზე გადაბარებაზე, სოცმა ვერ გამოყო საკუთარი კადრი 2019 ის დასაწყისში (ეხლა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა კადრების მხრივ) და მთხოვა, რომ 2 ადამიანი გამომეყო რომელიც სისტემას დაასაპორტებდნენ. მე გამოვყავი შესაბამისი ადამიანები და მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სისტემის მხარდაჭერა. რამოდენიმე დღეში 1 დეველოპერი (გოგა გოგოლაური) აღარ დაასაპორტებს ამ სისტემას, ვინაიდან ერთ ერთდ დიდ ბანკში გადავიდა. სოცთან შეთანხმებით გოგას შემცვლელად გამოვყავი ნიკა ხვიჩია. ნიკას დააწერინეს განცხადება მაგრამ ჯერ არ აუყვანიათ, რადგანაც წოწკოლაურის დასტურს ელოდებიან. საჩქარო საკითხია ნიკას აყვანა, რადგანაც ეხლაც ბევრი ცვლილებები შედის სისტემაში და ყველაფერი გაჩერდება. გთხოვ იქნებ დაგვეხმაროს, ძალიან სასწრაფოა!!

 

2.      სოცის და ნსდს ის მიერ კიბოს რეგისტრის და დაბადების რეგისტრის გამოყენება სხვადასვა ტიპის ანგარიშგებისათვის

ამ საკითხზე მე მგონი ახსნა თუ რისთვის არის ეს სისტემები ყველამ კარგად ვიცით და შორს წაგვიყვანს საუბარი. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში, რომ სოცი, რომელიც ცალკე ექსელებით ართმევს დაწესებულებას ანგარიშგებას შესრულებულ სამუშაოებზე, იქნებ აღნიშნული სისტემიდან აიღოს ანგარიშები. ეს იმიტომ გვინდა, რომ როცა სისტემა ფულზე გადაებმება კიდევ უფრო გაიზრდება ინფორმაციის ხარისხი მასში.  როგორც შევთანხდით რამოდენიმე დღის წინ, მოვიწერე ამის შესახებ და გთხოვეთ, რომ დაგვავალეთ რომ შევიკრიბოთ სამუშაო ჯგუფი და გავაანალიზოთ, რომ რამდენად კარგია ან ცუდია ერთიანი ანგარიშგება - ამაზე გვინდა დასტური, რომ გავაანალიზოთ და გითხრათ რომ კარგი აზრია თუ ცუდი, რათა მერე მსვლელობა მივცეთ საქმეს.

 

ძალიან გთხოვ იქნება დამეხმარო ამ 2 საკითხში, ძალიან მნიშვნლოვანია.

 

მადლობა წინასწარ,

ალეკო