From : Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა
Cc : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>
Received On : 18.12.2019 10:29

ქალბატონო თამარ,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით, პატივი გვაქვს მოგიწვიოთ „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგების შემაჯამებელ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე მიმოვიხილავთ თამბაქოს კონტროლის მდგომარეობას, მონიტორინგის ძირითადი მიგნებებსა და არსებულ პრობლემებს.

შეხვედრის მიზანია აღმასრულებელი სტრუქტურების, დამოუკიდებელი მონიტორებისა და განსაკუთრებით წარმატებული დაწესებულების მხარდაჭერა. მონიტორინგი განხორციელდა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ. 

ღონისძიება ტარდება პარასკევს, 20 დეკემბერს, 16:00 საათზე სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში (თელავის ქუჩა 20).

მოწვეულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მოხარულნი ვიქნებით თუ გამონახავთ დროს და მიესალმებით აღნიშნულ ღონისძიებას.

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით,

ამირან გამყრელიძე

 

 

Lela Sturua MD PhD MPH
Head, NCD Department
National Center for Disease Control and Public Health
99, Kakheti highway; Tbilisi, Georgia
Tel.: +995 599111797
E-mail: lela.sturua@ncdc.ge