From : tamar kavteladze <tkavteladze@ssa.gov.ge>
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; kchkhartishvili@ssa.gov.ge
Subject : Re: Harvoni forecast
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 03.06.2019 09:59
Attachments :

მოგესალმებით,
 
ეკა, დამატებით ვაგზავნი C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მკურნალობის კომპონენტში ჩართულ პაციენტთა და ასევე, პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების ხარჯვის სტატისტიკურ მონაცემებს 2019 წლის მაისის მდგომარეობით, რომელიც მიღებულია და დაანგარიშებულია ელიმინაციის ანალიტიკური მოდულიდან.
აღსანიშნავია, რომ მაისის თვეში, მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, პროგრამის მკურნალობის კომპონენტში ჩაერთო 1154 პაციენტი. ჰარვონის და ეპკლუსას რეჟიმებზე მყოფ პაციენტთა რაოდენობები კვლავ იგივე პრინციპით გადანაწილდა, როგორც ბოლო თვეებში (იხ. წერილი N04/24638, 10.05.19), კერძოდ, 47,5% / 52,5%  (1154 პაციენტიდან ჰარვონიან რეჟიმზეა -  548  პავციენტი).
ჩვენს მიერ დაანგარიშებულ იქნა მაისის თვის ჩათვლით პროგრამაში ჩართულ პაციენტთა მკურნალობის კურსის დასასრულებლად საჭირო ჰარვონის რაოდენობა და მან შეადგინა 2242 კოლოფი (აქ შედის ის პაციენტებიც, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით ჯერ არ დაუწყიათ მკურნალობა).
თუ პაციენტთა მომართვიანობა იგივე ინერციით გაგრძელდება (500), ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, საჭირო იქნება 4500 კოლოფი ჰარვონი (12 კვირიანი მკურნალობის რეჟიმების შემთხვევაში), რაც ჯამურად 6742 (4500+2242)კოლოფს შეადგენს. საწყობში დღევანდელი მდგომარეობით ინახება 5254 კოლოფი ჰარვონი (ვადა 2019 წლის 31 დეკემბერი), ხოლო დაწესებულებებში ჯამურად დასაწყობებულია 1676 კოლოფი (სულ  6930 კოლოფი). ამ სტატისტიკური მონაცემებითა და გათვლებით, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში დგება მედიკამენტ ჰარვონის ახალი რაოდენობის მიღების საჭიროება.
2. თუ  ჰარვონიან რეჟიმზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა საგრძნობლად მოიკლებს, შესაძლებელია დადგეს მედიკამენტის პროფიციტის საშიშროება მისი მოქმედების ვადის ამოწურვის გამო. ამავე მიზეზით,როგორც ზემოთაღნიშნულ წერილით გაცნობეთ, 2019 წლის 3 დეკემბრის შემდეგ მარაგში არსებული ჰარვონის გაცემა შეუძლებელი იქნება.
 
იხ. დანართი.
 
პატივისცემით,
 
 
 
თამარ კავთელაძე
 
C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს უფროსი
 
სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტო
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
 
 
 
-----Original Message-----
From: Ekaterine Adamia
To: "tamar_gabunia@yahoo.com" , "tt@aidscenter.ge" , "sharvadzel@yahoo.com" , "Vakho Kerashvili" , Maia Butsashvili , "'akakiabutidze@yahoo.com'" , 'Amiran Gamkrelidze' , 'Aleko Turdziladze' , Vladimer Getia , Maia Tsereteli , "Lika Gvinjilia" , tamar kavteladze , "kchkhartishvili@ssa.gov.ge" , "Tatia Kuchuloria (drkuchuloria@yahoo.com)" , "Irinka Tskhomelidze (irinkatskhomelidze@gmail.com)"
Date: Mon, 3 Jun 2019 08:12:38 +0000
Subject: Harvoni forecast
 
მოგესალმებით,
 
მოგეხსენებათ, ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე მურნალობა ხორციელდება 2 დასახელების მედიკამენტით: ჰარვონი და ეპკლუსა. პროგრამაში ჩართულ პაციენტთა რაოდენობა თვეების მიხედვით სტაბილურია -დაახლოებით 1000 პაციენტი თვეში. მათ შორის, უმეტეს ნაწილს, დაახლოებით 54%-ს ენიშნება ეპკლუსა, ხოლო 46%-ს ჰარვონი. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში გამოყენებული ჰარვონის მოქმედების ვადა იწურება 2019 წლის 31 დეკემბერს.
 
დანართის სახით გიგზავნით ჰარვონის ხარჯვისა და საჭიროების პროგნოზს, სამი ვარიანტის სახით. გთხოვთ, განიხილოთ და მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები.  
 
დიდი მადლობა წინასწარ.
 
პატივისცემით,
 
ეკა
 
 
ეკატერინე ადამია
 
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
 
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110