From : Protocol <protocol@parliament.ge>
To : tgabunia@moh.gov.ge
Subject : Fw: სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თემაზე: ,,არჩევნები და პანდემია"
Received On : 27.06.2020 11:05
Attachments :




From: Protocol
Sent: Friday, June 26, 2020 6:19 PM
To: Davit Makhitashvili; achachkhiani@justice.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge
Subject: სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თემაზე: ,,არჩევნები და პანდემია"
 

ქალბატონებო და ბატონებო,

 

მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ მ/წ 29 ივნისს, ორშაბათს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, დ. აღმაშენებლის სახელობის დარბაზში (ბიუროს ოთახში) გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თემაზე: ,,არჩევნები და პანდემია".  

 

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის, ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე თქვენი სამინისტროებიდან მოწვეულები ბრძანდებიან:

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქ-ნი ხათუნა თოთლაძე;

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბ-ნი მიხეილ სარჯველაძე;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქ-ნი თამარ გაბუნია.

 

თანდართული დოკუმენტის სახით, გიგზავნით შესაბამისი მუხლის ფორმულირებას, რომლის განხილვაც შეხვედრაზე მოხდება.

 

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მინისტრის მოადგილეების  მონაწილეობა შეხვედრაში ამავე მეილზე (protocol@parliament.ge),  ან ტელეფონის ნომერზე: 599 606 622, ხატია ბერიძე.

 

პატივისცემით,

 

ხატია ბერიძე | Khatia Beridze

 

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი | Chief Specialist of the Department for International Relations

საქართველოს პარლამენტი | Parliament of Georgia

რუსთაველის გამზირი 8; 0118; თბილისი; საქართველო |8 Rustaveli Ave.;0118; Tbilisi; Georgia

 PARLIAMENT OF GEORGIA

ოფისი:| Office: + 995 (322) 28 16 39

მობ: | Cell: +995 599 60 66 22

ელ. ფოსტა: | E-mail: khberidze@parliament.ge ​