From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Otar Namicheishvili <o.namicheishvili@ncdc.ge>
Subject : FW: სპს თანამშრომელთა ტესტირების შესახებ
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 24.06.2020 18:09
Attachments :

გთხოვთ განიხილოთ და უპასუხოთ იმ პოზიციებთან და მხარდაჭერასთან დაკავშირებიღ რაზეც შევთანხმდით ტელეშეხვედრაზე.

 

 

From: Tamta Demurishvili [mailto:tdemurishvili@justice.gov.ge]
Sent: Wednesday, June 24, 2020 9:49 PM
To: Amiran Gamkrelidze; Tamar Gabunia
Cc: Giorgi Pataridze; Aleksandre Tabatadze; Nika Tskhvarashvili; Davit Bedia
Subject: სპს თანამშრომელთა ტესტირების შესახებ

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს,

ბატონ ამირან გამყრელიძეს

 

ბატონო ამირან,

როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც დასაქმებულნი არიან პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებსა და სამედიცინო პუნქტებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ გადამზადდნენ ახალი კორონავირუსის (COVID-19) როგორც სწრაფი/მარტივი, ასევე PCR ტესტირების საკითხებში და მიმდინარე წლის 10 ივნისიდან ახორციელებენ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულებისა და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ტესტირებას სწრაფი/მარტივი ტესტებით.

თქვენი რეკომენდაციით, სწრაფ მარტივ ტესტირებასთან ერთად, დაგეგმილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სამსახურის მოსამსახურეთა გარკვეული სამიზნე ჯგუფების ტესტირება პჯრ (PCR) მეთოდით, რისთვისაც გთხოვთ, სახელმწიფო პროგრამის - „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 11) ფარგლებში,

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე და ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გთხოვთ,  უსასყიდლოდ გადმოგვცეთ პჯრ მეთოდით ტესტირებისთვის საჭირო შემდეგი სახარჯი მასალები:

  1. PCR ტესტისთვის საჭირო მასალა - 5000 ცალი; 
  2. ერთჯერადი სკარიფიკატორი - 4000 ცალი;
  3. რესპირატორი N95 – 320 ცალი; (80 გადამზადებული სამედიცინო პერსონალისთვის)
  4. ერთჯერადი ქირურგიული ხალათი - 1000 ცალი;
  5. ხელთათმანი: 
    L ზომა - 2300 წყვილი;
    M ზომა - 2700 წყვილი;
    S ზომა - 200 წყვილი;
  6. სახის დამცავი ფარი – 80 ცალი;
  7. ცივი ჯაჭვის ყუთი - 14 ცალი.

ასევე, თქვენი დახმარებით, მ/წ 24.06-დან კიდევ ერთხელ დაიწყო იმ 80 ადამიანის მომზადება, ვინც უკვე გაიარა მომზადება ტესტირების პროცესში.

ჩვენი შეთანხმებისამებრ  ჩააბარებენ გამოცდას და მიიღებენ თქვენი სამსახურის მიერ გაცემულ სერთიფიკატს, აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს მ/წ 10.07-მდე.

 

 

სპეციალრი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების რაოდენობა იხილეთ თანდართლ ცხრილში.

 

პატივისცემით,

 თამთა დემურიშვილი