| From : | Ivdity Chikovani <i.chikovani@curatio.com> |
| To : | Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>; Magda Gurabanidze <MGurabanidze@ssa.gov.ge> |
| Subject : | Result4TB pilot - DOT regime change |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; gtsotskolauri@moh.gov.ge; Eka Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>; Lela Sulaberidze <l.sulaberidze@curatio.com>; Maia Uchaneishvili <m.uchaneishvili@curatio.com> |
| Received On : | 30.03.2020 10:49 |
| Attachments : |
მაგდა და ია მოგესალმებით,
ტუბერკულოზის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით შემდეგი საკითხის შეთანხმება გვსურს თქვენთან:
ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით
ტუბერკულოზის DOT სერვისის (მედიკამენტების მიღებაზე უშუალო მეთვალყურეობა) მიწოდების წესი შეიცვალა პაციენტების საჭიროებების შესაბამისად.
მარტის მეორე ნახევრიდან რეგულარულ პაციენტებში DOT
ხორციელდება კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ (ზოგ დაწესებულებაში), როდესაც პაციენტი მოდის დაწესებულებაში ან
DOT
ექთანი მიდის ადგილზე და მედიკამენტის შესაბამისი მარაგი თან მიაქვს. აღნიშნული ცვლილება COVID-19 ეპიდემიის საპასუხოდ დაწესებულმა ტრანსპორტის შეზღუდვამ და ასევე
სამედიცინო დაწესებულებებში ხშირი მიმართვიანობისგან თავის შეკავების რეკომენდაციამ განაპირობა.
თუ შესაძლებელია, გთხოვთ, ზემომოყვანილი ცვლილება გაითვალისწინოთ პილოტში ჩართული დაწესებულებების მიერ ანგარიშგებისას, და 2
კვირაში ერთხელ განხორციელებული DOT სერვისი რეგულარულ პაციენტებთან (რაც ამ დრომდე არ ითვლებოდა დაშვებულ პრაქტიკად) ჩაითვალოს როგორც მისაღები ქცევა, რომ აღნიშნულის გამო არ მოხდეს დაწესებულებების დაზარალება და ბონუსი გადაერიცხოთ ჩვეულებისამებრ.
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით
მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის
პატივისცემით,
ივდითი ჩიქოვანი
|
|||||||||