თამუნა გამარჯობა,
პროექტის აქტივობების შესაჯამებლად შეხვედრა ისევ ძალიან მინდა. ამასთანავე დროის დაზოგვის მიზნით ძირითადი საკითხები შემეჯამებინა:
1) ექიმებისთვის რესურსებზე წვდომის მინიჭება:
მემორანდუმის ფარგლებში ამერიკის მთავრობის დაფინანსებით 15000 წლიური წვდომის ლიცენზიაა შეძენილი, რაც 5000 ექიმისთვის 3-წლიანი წვდომის ექვივალენტია.
სადღეისოდ 2089 ლიცენზიაა გაცემული და წლის ბოლომდე 3000-მდე ექიმი უნდა დავარეგისტრიროთ. ვცდილობთ ისევ მივყვეთ პანდემიამდელ შეთანხმებას რომ ლიცენზიები ძირითადად სახელმწიფო სექტორში და პირველად ჯანდაცვაში გადანაწილდეს, თუმცა გასაგები მიზეზებით, მაგრამ მაინც რეგისტრაციის ტემპი საკმაოდ დაბალია. გადაუდებელი სიტუაციების სააგენტომ სასწრაფოს და სოფლის ექიმებისთვის 1500 ექიმის ლიმიტი ითხოვა და ამჟამად მხოლოდ 384 ექიმია დარეგისტრირებული. იგივე სიტუაცია რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში სადაც 300 ექიმიდან დარეგისტრირებულია 84. კერძო სექტორში რეგისტრაცია დამოკიდებულია მენეჯმენტის პოზიციაზე, არის დაწესებულება სადაც შიდა უპგ სისტემაშია ინტეგრირებული და ბუნებრივია ასეთ კლინკებში როგორც რეგისტრაცია ისე გამოყენება მაღალ დონეზეა. მხოლოდ ენთუზიაზმის დონეზე და ექიმის შინაგანი მოწოდების ხარჯზე ეს ტემპი არც ისე მაღალია.
ძალიან გვჭირდება სამინისტროს პოზიცია დარჩენილი ლიცენზიების გადანაწილების სტრატეგიაზე. კერძო სექტორში და მეორეულ დონეზე რეგისტრაცია ბევრად უფრო სწრაფად ხდება, მაგრამ რესურსების სარგებლობა შედარებით ნაკლებია. არის საკმაოდ დიდი სურვილი მცირე პჯდ კლინიკებიდან, თუმცა მათი ცალ-ცალკე რეგისტრაცია არაპრაქტიკულია. კარგი იქნებოდა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას აეღო თავის თავზე დახმარება უნივერსალურ ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის (წინა ეტაპზე ამას რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ახორციელებდნენ) ან სამინისტროს ვებგვერდზე იყოს ინფორმაცია პირველადი ჯანდაცვის კლინიკებისთვის ამ შესაძლებლობის შესახებ.
2) BMJ სამუშაო ჯგუფი
როგორც იცი ეს ჯგუფი 2015 წელს შეიქმნა მინისტრის ბრძანებით, სულ მცირე მისი შემადგენლობაც შესაცვლელია, ამავე დროს იქნებ ვიფიქროთ ფუნქციისა და შემადგენლობის უფრო ზუსტად გაწერაზე. (მინისტრის ბრძანებაში BMJ-სთან თანამშრომლობა წერია, რაც ვფიქრობ ცოტა არ იყოს ზოგადია).
3) რეპორტინგი ჩვენი მხრიდან.
BMJ ინდივიდუალური ინფორმაციის გაცემაზე კვლავ წინააღმდეგია. როგორც შარშან ნოემბერში რეგულირებასთან შეხვედრაზე შევთანხმდით, ექიმები მიაწვდიან ინფორმაციას ინდივიდუალურ აქტივობებზე საკუთარ მენეჯმენტს, მენეჯმენტი კი რეგულირებას. მიუხედავად ამისა, რეგულირების სააგენტო ამ სქემაზე პერიოდულად უკმაყოფილებას გამოთქვამს. თუ ეს საკითხი პრინციპულია, მაშინ ონლაინ შეხვედრა ხომ არ დავგეგმოთ კიდევ ერთხელ გასავლელად. (
BMJ-ს მხრიდან აპელირება მიმდინარეობს გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის კანონმდებლობაზე)
4) ქართული თარგმანის შენარჩუნება, ადრინდელი მიმოწერით წლის ბოლომდე მოსაძიებელია 218,738 აშშ დოლარი რაც ქართული თარგმანის შენარჩუნებას 2022 წლის ბოლომდე უზრუნველყოფდა. ბუნებრივია ამ თანხის ქვეყნის შიგნით მოძიება სამინისტროს მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება. თქვენი ხედვა და რეკომენდაციები ძალიან დაგვეხმარებოდა.
ამ ეტაპისთვის სულ ეს არის. დიდი მადლობა წინასწარ თქვენი დროისა და ყურადღებისთვის. როგორც ზემოთაც ვთქვი, თუ თქვენთვის მოხერხებული იქნება დასწრებული ან ვირტუალური შეხვედრა დავგეგმოთ ამის განსახილველად.
საუკეთესო სურვილებით,
ეკა
Ekaterine Cherkezishvili, MD, MPH
BMJ Country Implementation Lead
BMJ Clinician Decision Support (CDS)Training Initiative Project
Mobile: +995 514 44 31 13