From : Rusudan Chkhubianishvili <rusudan.chkhubianishvili@caritas.cz>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : ჩეხეთის კარიტასი - სდშჯსდ სამინისტრო - პჯდ მართვის ელექტრონული სისტემა
Cc : Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>
Received On : 25.06.2020 09:02
Attachments :

ქალბატონო თამარ,

 

როგორც უკვე გაცნობეთ გუშინ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, პროექტის - „პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობა“ - ფარგლებში, ოფიციალურად იწყებს პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციის საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის შექმნას.

ელექტრონული სისტემა მოიცავს მრავალ მოდულს. მ.შ. ის ორიენტირებულია პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის გამართული და დახვეწილი ცენტრალური ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის (EMR სისტემა) შექმნაზე, რომელშიც დიდმნიშვნელოვნად გათვალისწინებული იქნება სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის მუშაობის სპეციფიკა, მის საქმიანობასთან დაკავშირებული განსხვავებული მახასიათებლები. ასევე, ყურადღება გამახვილდება ზემოაღნიშნული სისტემის და ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემის ინტეგრაციის საკითხებზეც.

ამავდროულად, გაცნობებთ, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება თქვენს მიერ შემოთავაზებული წინადადება, პროექტით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის 1.2.1 ორ ნაწილად გაყოფასთან და მონაცემთა შეგროვებისა და ანალიტიკური სისტემის 2021 წლიდან გაფართოებასთან დაკავშირებით.

 

დიდი პატივისცემით,


რუსუდან



Rusudan Chkhubianishvili

Projects Manager | Caritas Czech Republic

 

Phone: +995 593 688 609

Email: rusudan.chkhubianishvili@caritas.cz

Skype ID: rusikoch

 

8, Kartozia Str. Block IV, Entrance I, Floor IX, Apt. 24

Tbilisi, Georgia

https://georgia.charita.cz/