მოგესალმებით, ქალბატონო თამარ,
მინდა სიამოვნებით გაუწყოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტი "პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში" (Support to Primary healthcare strengthening in Georgia) ოფიციალურად
დაიწყო
1 ივნისს და უკვე შევუდექით პროექტის განხორციელებას.
ახალი პროექტის გეგმებს გაუწყებთ მაღალი დონის შეხვედრის დროს, რომლის ორგანიზებას აპირებს ჩეხეთის საელჩო.
ჩვენი პროექტის გუნდი არის იგივე: ქალბატონი მარინა შიხაშვილი, ნატო შენგელია და ორგანიზაციულად ვთანამშრომლებთ კომპანია "Consulting & IT Innovations", რომელიც შექმნის უნიფიცირებულ საინფორმაციო სისტემას პირველადი ჯანდაცვისთვის, როგორც აღწერილია პროექტის დოკუმენტში
და როგორც იყო მოთხოვნილი სამინისტროს მიერ. ჩვენ პირველი შეხვედრა უკვე გავმართეთ სამინისტროს საინფორმაციო სისტემის დეპარტამენტთან, სადაც მონაწილეობდა ასევე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
ივნისის განმავლობაში ჩვენი პროექტის ექსპერტებმა განახორციელეს პირველი მხარდაჭერი მეთვალყურეობის ვიზიტი 5 საპილოტე სამედიცინო დაწესებულებასთან, რომელთანაც
ხარისხის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობდით წინა წლებში. დაგეგმილია საქმის ბოლომდე მიყვანა. თქვენ სისტემატურად მიიღებთ ანალიტიკურ ანგარიშს, როგორც 2019 წელს ხდებოდა.
ამჟამად ჩვენ გვჭირდება თქვენი რჩევა პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლების განახლებასთან დაკავშირებით. წელს დაგეგმილია 5 პროტოკოლის განახლება (შემდეგ წელს კიდევ 5). როგორი იქნება მათი შერჩევის მექანიზმი? ამის შესახებ გვსურდა თქვენი კონსულტაცია.
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა გაგიზიაროთ კოვიდ-19 საეჭვო შემთხვევების მართვის ტრენინგების ანგარიში (ასევე მონაწილეთა დასწრების სიას). ანგარიში მოიცავს ტრენერების ფრიად ღირებულ მიგნებებს და რეკომენდაციებს სოფლის ექიმების პრობლემებთან და მიმდინარე ცოდნასთან
დაკავშირებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის, რომ მოვახერხეთ ასეთი შესანიშნავი ტრენინგები შეგვეთავაზებინა ოჯახის ექიმებისთვის. პროექტი დაეხმარა ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემის გაძლიერებაში და სპეციალისტთა
ტრენინგში ამ სოფტის გამოყენებაში.
დიდი მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,
რუსუდან
|

|
Rusudan Chkhubianishvili
Projects Manager | Caritas Czech Republic
|
|
|
Phone: +995 593 688 609
Email: rusudan.chkhubianishvili@caritas.cz
Skype ID:
rusikoch
8, Kartozia Str. Block IV, Entrance I, Floor IX, Apt. 24
Tbilisi, Georgia
https://georgia.charita.cz/

|