| From : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Subject : | სოციალური დახმარებები _ პოსტ კორონა |
| Cc : | ggelashvili@ssa.gov.ge; lgogodze@ssa.gov.ge; tabazadze@ssa.gov.ge; Gia Apkhazava <giaapkhazava@yahoo.com>; avasadze@ssa.gov.ge; Dimitri Chkheidze <DChkheidze@ssa.gov.ge>; Nino Shalvashvili <nshalvashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 18.06.2020 13:05 |
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ საარსებო შემწეობების პოსტკორონა პერიოდში ადმინისტრირების, ასევე, ბ-ნ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაგრძელება ახალ შეფასებმდე) განხორციელების მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან ერთად ვიმსჯელეთ ადმინისტრირების შემდგომ ეტაპებზე, მოვამზადეთ საქართველოს მთავრობის დადგენილებებში ცვლილები და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გვინდა გაგიზიაროთ ცვლილებები:
1. ამოღებულია საარსებო შემწეობის „შეჩერების“ მექანიზმი, ოჯახს უნარჩუნდება საარსებო შემწეობის გაცემა ახალი დეკლარაციის ან შეწყვეტის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ბაზაში განთავსებამდე (როგორც დღეს გვაქვს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში). ამ ლოგიკით ერთი თვე მაინც რჩება ოჯახი შემწეობის გარეშე, სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ სანამ ქულა ძალაში შევა, სააგენტოს აქვს ინფორმაცია მაღალი სარეიტინგო ქულის შესახებ და ფულს მაინც ურიცხავს. ოჯახის წევრის გარდაცვალების, პენიტენციურ ან სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში საარსებო შემწეობა უგრძლდება ერთი წევრის თანხის გამოკლებით; ამასთან, ამ შემთხვევაში ოჯახს არ აქვს სააგენტოსთვის ცნობების ვალდებულება
2. 100000-ზე ზემოთ სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს აქვთ ვალდებულება აცნობონ სააგენტოს დემოგრაფიული ცვლილები, სოციალუ-ეკონომიკური ცვლილების და ა.შ. მაგრამ არ აცნობებენ და ვინაიდან შესაბამის მარეგულირებელ აქტში არ გვაქვს ამ ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის ვალდებულება, გამოდის, რომ უნდა გადავამოწმოთ ხელახლა, თუმცა ამ მიდგომით 100000ზე მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში ვიზიტისთვის, უნდა დაიხარჯოს ზედმეტი ადმინისტრაციული ხარჯი. ასეთი ოჯახების რაოდენობა, როგორც სააგენტო ამბობს, არის დაახლოებით 50000 ოჯახი.
კითხვა: გავაჩინოთ ჩანაწერი და ვთქვათ რომ თუ არ მაცნობა ცვლილების შესახებ და ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა შევუწყვიტავთ ბაზაში რეგისტრაციას, თუ დავხარჯოთ ზედმეტი ფული და გავუშვათ სოციალური აგენტები ხელახალ გადამოწმებაზე?
3. დღეს მოქმედი მარეგულირებელი აქტების საფუძველზე 2020 წლის 15 ივლისიდან ანუ კოვიდთან დაკავშირებული შეღავათების მოხსნის შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა შეუწყვიტოს რეგისტრაცია ყველა ოჯახს, რომელსაც სხვადასხვა ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა შეწყვეტოდათ ბაზაში რეგისტრაცია, მაგრამ კოვიდის გამომ არ შეუწყდათ. ასეთი ოჯახების რაოდენობა არის დაახლოებით 10 000 ოჯახი.
კითხვა: გავაჩინოთ ჩანაწერი და ვთქვათ, რომ დაევალოს სააგენტოს ხალახლა გადაამოწმოს ის ოჯახები, რომლებზეც გავრცელდა კოვიდთან დაკავშირებული შეღავათები თუ 15 ივლისის შემდეგ ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად შესაწყვეტი აქვს შევუწყვიტოთ?
ამ კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ წარმოგიდგენთ ცვლილებების პროექტებს.
პატივისცემით,
Tatia Gvaramadze
Head of Social Protection Policy Division
Policy Department
144 Ak. Tsereteli ave., 0159
Tbilisi, Georgia
(Tel: (+995 32) 251 00 37 (0512)
Mob: (+995577)222805
E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@gmail.com