From : Vera Baziari <vbaziari@moh.gov.ge>
To : Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Irma Burduladze <iburduladze@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Giorgi Gholijashvili <ggolijashvili@moh.gov.ge>; maia_ker@yahoo.com; maillela69@gmail.com; ted1909@hotmail.com; d.gagua@gaguaclinic.ge; d.gagua@gaguaclinic.ge; westzaza@gmail.com; ketinemsadze@gmail.com; iadavita@yahoo.com; mkherkheulidze@hotmail.com; gra@georanet.org.ge; nfmtc@nilc.org.ge; kintraia@hotmail.com; tantelava@evex.ge; khatuna_lomouri@hotmail.com; koteaka@mail.ru; mnemsadze@gmail.com; Adam Vakhtang <adam_vakh@outlook.com>; klimiashvilir@who.int; Tako Ugulava <tugulava@unicef.org>; bakradze@unfpa.org; nrhc.mikaberidze@yahoo.com; nodarzal@yahoo.com; maikouchaneishvili@yahoo.com; mnemsadze@gmail.com
Subject : ბრძანების პროექტი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 29.06.2020 12:41

მოგესალმებით საბჭოს წევრებო,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია,  2015 წლის  15 იანვრის N 01-2/ ბრძანებაში დარგის ექსპერტებთან შეთანხმებით, განხორციელდა  ცვლილებები  (N01-13/    28.01.2020, რომლის თანახმად,  III დონის პერინატალური სერვისის  მიმოწდებელი დაწესებულებებისათვის ბრძანების დანართი 1.2, მუხლი 3-ის, „.ქვეპუნქტით განსაზღვრულია ექიმი სპეციალისტების ნუსხა, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას გაუწევენ ახალშობილს ადგილზე ხელმისაწვდომობით 24 საათის განმავლობაში, კერძოდ, ბავშვთა ქირურგი, ბავშვთა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; ბავშვთა ნევროლოგი, ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგი, გენეტიკოსიბავშვთა ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ბავშვთა ფთიზიატრი-პულმონოლოგი , ნეიროქირურგი, ბავშვთა უროლოგიბავშვთა ნეფროლოგი;

ამავე დანართის შენიშვნისპუნქტით: ექიმი-სპეციალისტები - შესაძლებელია, დასაქმებულ იქნენ დამატებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ კიდევ ორ დაწესებულებაში, 60 კმ-ის დაშორებით.

დღეის მონაცემებით სასერტიფიკაციო რეესტრის (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრი) მიხედვით ქვეყანაში სულ არის 11 გენეტიკოსი - (ყველა მათგანის საცხოვრებელი ადგილი თბილისი), ბავშვთა ფტიზიატრ-პულმონოლოგი 4,  ბავშვთა პულმონოლოგი-4, გასტრო-ენტეროლოგი 13 (10 მათგანის საცხოვრებელი ადგილია თბილისი, 1-კახეთი, 1-შიდა ქართლი, 1-ქვემო ქართლი), ბავშვთა უროლოგი -  55 ( 53-თბილისში, 2-აჭარაში),  ბავშვთა ენდოკრინოლოგი 39 (30-ის საცხოვრებელი ადგილი თბილისი, 1- აფხაზეთი, 2-აჭარა, 2-იმერეთი, 1--სამეგრელო, 1-ქვემო ქართლი, 2-შიდა ქართლი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რეგიონში განთავსებული დაწესებულებებისათვის ექიმ-სპეციალისტების დასაქმებასთან დაკავშირებული 60 კილომეტრიანი შეზღუდვა ქმნის ამავე ბრძანებით განსაზღვრული პერინატალური სერვისის დონის განმეორებით მინიჭებასთან დაკავშირებულ პრობლემას.

ამ საკითხის მოსაგვარებლად მომზადდა ბრძანების ცვლილება, რომელიც ზემოაღნიშნული დეფიციტური სპეციალობებისთვის ხსნის 60 კილომეტრიან შეზღუდვას.

გთხოვთ თქვენს მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

წერილს ბრძანების პროექტი თან ახლავს.

 

პატივისცემით,

ვერიკო ბაზიარი