გამარჯობა,
შეგახსენებთ, რომ კოვიდ-19 მონიტორის მეოთხე ტალღის პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, ხუთშაბათს, 28 მაისს, 14:00 საათზე Zoom პლატფორმის გამოყენებით.
გამოკითხვის მეოთხე ტალღა შეეხება შემდეგ საკითხებს: ინსტიტუციების შეფასებას, კოვიდ-19-თან დაკავშირებით მიღებული წესების შეფასებას, ეკონომიკურ შედეგებს, კეთილდღეობის სუბიექტურ აღქმას, მოსახლეობის ქცევას და უმაღლეს და პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.
კვლევის შედეგები გამიზნულია მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ამ ეტაპზე ისინი საჯარო არ არის.
პრეზენტაციის სამუშაო ენაა ინგლისური.
პატივისცემით,
მარიამი
Mariam Kobaladze | Communications Manager
Tel: +995 322 505 290; Cell: +995 599 407 403