მოგესალმებით,
როგორც იცით, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, კანონის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით გაიმართა რამდენიმე საჯარო და ასევე რამდენიმე უწყებათაშორისი შეხვედრა.
აღნიშნულ სამუშაო შეხვედრებზე გამოთქმული რეკომენდაციები, ისე როგორც მანამდე, წერილობით გამოგზავნილი რეკომენდაციები, გადამუშავებული, და გათვალისწინებული იქნა სამოქმედო გეგმის ახალ ვერსიაში. აღნიშნულს გიგავნით დანართის სახით.
შემდეგი საჯარო შეხვედრა დაგეგმილია საქართველოს პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში 18 დეკემბერს, 14 საათზე. ამ შეხვედრაზე დაგეგმილია, სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
ვფიქრობთ მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცებამდე, კომიტეტი კიდევ ერთხელ, გაეცნოს ჩართული მხარეების მოსაზრებებს, შეცვლილ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ ამგვარი მოსაზრებები, რჩევები ან რეკომენდაციები გაქვთ გთხოვთ მოგვაწოდოთ ისინი წერილობით 14 დეკებრის ჩათვლით.
ასევე, გთხოვთ პარასკევს, 14 დეკემბრის 18 საათამდე გვაცნობოთ აღნიშნულ შეხვედრაში თქვენი ან თქვენი უწყების უფლებამოსილი პირის მონაწილობა ელ. ფოსტაზე: mirandatsk@gmail.com
წინასწარ გიხდით მადლობას ჩართულობისთვის.
პატივისცემით ანა ფირცხალაშვილი
საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ექსპერტი