მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო,
როგორც იცით, "სოციალური მუშაობის შესახებ" კანონის შესაბამისად, სხვა ღონისძიებებთან ერთად, იგეგმება, ერთის მხრივ ამგვარი საჭიროების მქონე სოციალური მუშაკების სერტიფიცირებას და მეორეს მხრივ სოციალური მუშაკებისათვის, ახალი კანონის განმარტებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება. ტრენინგების ადგილი იენება: თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.
ტერიტიული დაგეგმარებისათვის გვესაჭიროება თქვენი ინფორმაციული დახმარება. კონკრეტულად, კი გვაინტერესებს, თითოეულ უწყებაში დასაქმებული სოციალური მუშაკების ტერიტორიული დასაქმების ადგილი დიფერენცირებულად.
მაგალითად, მეურვეობა -მზრუნველობის სააგენტოში რამდენი სერტიფიცირების საჭირობის მქონე სოციალური მუშაკი მუშაობს - თბილისში, (ან სხვა რეგიონებში) და რამდენი არის უმაღლესი განათლებით ან ტემპუს/ტასისის სერტიფიკატით.
ამ მეთოდით დიფერენცირებულად გვჟირდება ინფორმაცია რამდენი სოც. მუშაკი მუშაობს საქართველოს სხვა რეგიონებში. აღნიშნული ემსახურება ტრენინგების სწორ ტერიტორიულ დაგეგმარებას.
აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ განათავსოთ ჩემს მიერ დანართის სახით გამოგზავნილ ფორმატში. ტერიტორიის/ სამუშაო ადგილის ველში. აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ 14 დეკემბრის ჩათვლით.
წინასწარ გიხდით მადლობას ჩართულობისა და დახმარებისათვის.
პატივისცემით ანა ფირცხალაშვილი
საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ექსპერტი
Prof. Dr. Anna Phirtskhalashvili
Dean of the School of Public Administration and Politics
Professor of the School of Law
of Grigol Robakidze University
Mob.Tel.: (995 571) 12 97 97,
Website: www.gruni.edu.ge
David Agmashenebeli Allee, 13 km., Irina Enukidze 3.
0159 Tbilisi, Georgia