From : Nani Bendeliani <nani.bendeliani@unwomen.org>
To : Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Subject : მოწვევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენინგზე „გენდერი და ეკონომიკა“
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; Mehjabeen Alarakhia <mehjabeen.alarakhia@unwomen.org>; Olivia Schmitz <olivia.schmitz@unwomen.org>
Received On : 28.06.2019 14:26
Attachments :

 

ლიკა, მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია იწვევს ორ მონაწილეს  ტრენინგზე „გენდერი და ეკონომიკა“  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროდან. ტრენინგი გაიმართება 2019 წლის 15-19 ივლისს კურორტ „ლოპოტას ტბაზე“.

 

ტრენინგი შემუშავებული და სერტიფიცირებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ. მისი მიზანია ეკონომიკური განვითარების შესახებ ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა. კერძოდ, ეკონომიკური განვითარების ისეთი მიმართულებების, რომლებიც უკეთ ემსახურებიან ადამიანების ყველა ჯგუფის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს - ქალებისა და გოგოების ჩათვლით. ტრენინგის დღის წესრიგის სამუშაო ვერსია თანდართულია. სახელმძღვანელო და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.unwomen.org/en/digital-library/publications/2017/10/the-un-women-gender-and-economics-training-manual

 

ტრენინგს წარუძღვება გენდერისა და ეკონომიკის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი, იპეკ იკარაჯანი. იპეკს გენდერისა და ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით როგორც კვლევის, ასევე ადვოკატორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კურსის „გენდერი და ეკონომიკა“ მთავარ ავტორს წარმოადგენს.

 

მოგმართავთ თხოვნით, 2019 წლის 3 ივლისის ჩათვლით, გვაცნობოთ ვინ მიიღებს მონაწილეობას ტრენინგში. სასურველია ისეთი კანდიდატების წარდგენა, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ეკონომიკის ცოდნა სავალდებულო არ არის, რადგან ტრენინგი მოიცავს შესავალს ეკონომიკაში, თუმცა აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა და ეკონომიკასა და განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინების ცოდნა ინგლისურად (ინგლისური ტრენინგის სამუშაო ენაა). მონაწილეები სრულად უნდა დაესწრონ ტრენინგის 5 დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უფლებამოსილი არ არის გასცეს სერტიფიკატი.

 

მადლობას გიხდით წინასწარ თანამშრომლობისთვის.

 

პატისივისცემით,

 

ნანი ბენდელიანი

 

 

 

cid:image002.png@01D48598.135640D0

Nani Bendeliani
Project Analyst
UN Women, Georgia Country Office
3 Kavsadze Street, Office Suite 11, Tbilisi 0179, Georgia
Tel:  (+995 32) 222 06 04

        (+995 32) 222 08 70

Cell: (+995) 599 485 022
Email: nani.bendeliani@unwomen.org
cid:image003.png@01D48598.135640D0  cid:image004.png@01D48598.135640D0  cid:image005.jpg@01D21A9C.26448210  http://1.bp.blogspot.com/-jXW9U1qjaWk/VWq_TmUbn_I/AAAAAAAAB90/04T9HS1UjbU/s1600/snapcode.png  cid:image008.jpg@01D22487.50F19440  cid:image011.png@01D48598.135640D0  cid:image012.png@01D48598.135640D0  cid:image013.png@01D48598.135640D0