From : Mariam Kobaladze <mariam.kobaladze@crrccenters.org>
To : Koba Turmanidze <k.turmanidze@crrccenters.org>; David Sichinava <david@crrccenters.org>; Dustin Gilbreath <dustin@crrccenters.org>; Varlam Tchkuaseli <v.tchkuaseli@crrccenters.org>
Subject : კოვიდ-19 მონიტორის მეორე ტალღის პრეზენტაცია
Received On : 08.05.2020 12:16

გამარჯობა,

დიდი მადლობა მათ, ვინც გუშინდელ პრეზენტაციას დაესწრო.

CRRC-საქართველოს სახელით, ახლა გიწვევთ  გამოკითხვის „კოვიდ-19 მონიტორი“ მეორე ტალღის შედეგების პრეზენტაციაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსახლეობის დამოკიდებულება საგანმანათლებლო პოლიტიკასთან და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით, კორონავირუსის საკითხების ცოდნა, დამოკიდებულება და ქცევა და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში.

„კოვიდ-19 მონიტორი“ ყოველკვირეული გამოკითხვაა, რომელიც ექვსი კვირის მანძილზე გაგრძელდება  და საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს დაფარავს.

კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

მეორე ტალღის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება ხუთშაბათს, 14 მაისს, 14:00-დან 15:00 საათამდე, Zoom პლატფორმის გამოყენებით.

პრეზენტაციის სამუშაო ენაა ინგლისური.

თუ გსურთ პრეზენტაციაზე დასწრება, გთხოვთ, 13 მაისის 18:00 საათამდე დაუკავშირდეთ CRRC-საქართველოს კომუნიკაციის მენეჯერს, მარიამ კობალაძეს (mariam.kobaladze@crrccenters.org) და დაადასტუროთ თქვენი მონაწილეობა.

პატივისცემით,
მარიამი

Mariam Kobaladze | Communications Manager
1 Liziko Kavtaradze Str.Entrance III-IV, First Floor, 0179 Tbilisi, Georgia
Tel: +995 322 505 290; Cell: +995 599 407 403
Follow CRRC: Web | Data | BlogFacebook | Twitter | Github