From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : David Sergeenko </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=b13fbcb8c30b4bd09e3ee05bf7a15608-David S>
Subject : Re: წერილი
Cc : Sopo Belkania </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=b113c90d15124ba1ab9af94c29312b51-Sofio B>
Received On : 27.07.2018 04:50

ბ-ნო დავით,

ჩვენ სამინისტროში გვყავს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს იძულებითი შრომის, ტრეფიკინგის იდენტიფიცირების მიზნით ინსპექტირებას, აგრეთვე სსიპ-ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელის სერვისებს (თავშესაფარი, იურიდიული დახმარება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, 1000ლ კომპენსაცია) აწვდის ტრეფიკინგის მსხვერპლს.  შსს-ში არის ტრეფიკინგთან ბრძოლის დეპარტამენტი. არსებობს უწყებათაშორისი კომისია, რომლის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრია. გვაქვს გამართული კანონმდებლიბა რომელშიც ტრეფიკინგი განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431მუხლის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მოიცავს პირის ძალისმიერი, მოტყუებითი ან იძულების სხვა საშუალებებით გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას ექსპლუატაციის მიზნით, რომელშიც მოიაზრება როგორც კომერციულ-სექსუალური, ასევე შრომითი ექსპლუატაცია.

,,საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინაღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საფუძველს. გარდა ამისა, საქართველოს მიერ რატიფიცირებულია ,,ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ოქმი“ და ,,ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შსს-ს გაფორმებული აქვს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შეთანხმებები მრავალ ქვეყანასთან.

გვაქვს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმა. 


ჩვენი სისტემის გამართულობა როგორც ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში, ასევე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის მერე გამიჩნდა შეკითხვრბი: აქვს თუ არა ორგანიზაციებს Grace Farms Foundation და UNCHAIN, ინფორმაცია საქართველოში არსებული სისტემის შესახებ? რომელ სახელმწიფო უწყებასთან ქონდათ კოორდინაცია და შეთანხმება მემორანდუმის მომზადების პროცესში? რა დამატებით სარგებელს მიიღებს საქართველო ამ მემორანდუმზე ხელის მოწერით? მემორამდუმიდან არ არის ნათელი.  

აგრეთვე მიმაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს, ტრაფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს, როგორც მაკოორდინირებელ ორგანოს, უნდა გადაეგზავნოს აღნიშნული დოკუმენტი მოსაზრებისათვის.

პატივისცემით,

თამუნა


პ.ს. დღეს ახალქალაქში ვარ ქეთი ციხელაშვილთან ერთად.


Sent from my iPhone

On Jul 26, 2018, at 6:32 PM, David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> wrote:

თამუნა

იქნებ გაეცნო და მომწერო შენი მოსაზრება ამ საკითხზე.
მადლობა

From: Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Date: Thursday, July 26, 2018 6:23 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: Fwd: წერილი

ბატონო დავით,

გიგზავნით პრემიერ მინისტრის აპარატიდან გადმოგზავნილ წერილს. მათი თხოვნაა რომ გაეცნოთ აღნიშნულს.

სოფო

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Dekanoidze <ndekanoidze@gov.ge>
Date: July 26, 2018 at 17:40:37 GMT+4
To: "sbelkania@moh.gov.ge" <sbelkania@moh.gov.ge>
Subject: წერილი

მოგესალმებით,

გიგზავნით პრემიერის აპარატში შემოსულ წერილს, რომლიც პრემიერის დავალებით უნდა განიხილოს თქვენმა მინისტრმა.

ასევე გაცნობებთ, რომ წერილი გადაგზავნილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

პატივისცემით,

 

ნათია დეკანოიძე,

პრემიერ-მინისტრისაპარატის

უფროსის თანაშემწე

<წერილი.pdf>